არ არის გაყიდვაში

Xiaomi მუშაობს სმარტფონზე მზის ენერგიის ელემენტით

06.08.2019 18:12:20

Xiaomi- ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სააგენტოში შეიტანა პატენტი, რომელიც გულსიხმობს სმარტფონში მზის ენერგიის ელემენტის გამოყენებას, რამაც წესით მომხმარებელი უნდა უზრუნველყოს აპარატის ავტონომიური მუშაობით მზიანი დღის განმავლობაში.

3

 

დაპატენტებული აპარატი წინიდან გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი სმარტფონი, რომელსაც არ აქვს ჭრილი სელფი კამერისთვის. ასევე არ არის მითითებული, რომ მას ექნება პერისკოპორი კამერა, რომელიც სმარტფონის კორპუსიდან ამოდის. სავარაუდოდ ფრონტალური კამერა ეკრანს ქვეშ იქნება განლაგებული. იქვე განათავსებენ თითის ანაბეჭდის სკანერს.

 

უკანა პანელის დიდ ნაწილს მზის ელემენტი დაიკავებს, თუმცა ორმაგი კამერისთვისაც განსაზღვრულია ადგილი

2 (4) 
მზის ენერგიის ელემენტის დაყენება ამოკლებს ტელეფონის დატენვის დროს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს განახორციელოს ზარი იმ რაიონებში, სადაც არ არის ელექტროენერგია.

 

 

მზის ენერგიის ელემენტებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ კომპანიები Samsung და LG, თუმცა ამ დრომდე ისინი წარუმატებელი აღმოჩნდა


 


ზევით