Samsung-მა დააანონსა ახალი ფლაგმანური პლანშეტი Galaxy
Tab S6, რომლითაც მისი წინამორბედი
Galaxy Tab S4 შეცვალა.

ტოპ მოდელი აღჭურვილია AMOLED ეკრანით (2560×1600), რომელსაც აქვს 10,5 დიუმის დიაგონალი, ულტრა თხელი ჩარჩო და უფრო თხელია, ვიდრე iPad Pro
(5,9 მმ).
Galaxy Tab S6-ს უერთდება კლავიატურა, რომელიც საშუალებას მოგცემთ
პლანშეტი გამოიყენოთ, როგორც კომპიუტერი. ეკრანზე კი დატანილია სენსორი, რომელიც თითის
ანაბეჭდით გააკეთებს მფლობელის იდენტიფიკაციას.
მუშაობს პროცესორზე
Snapdragon 855. ოპერატიული მეხსიერება
შეადგენს 6/8 GB, შიდა - 128/256
GB. microSD ბარათის საშუალებით შეიძლება მეხსიერების გაზრდა 1 TB-მდე. აპარატის
ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 7040 mAh-იანი აკუმულატორი. მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 9
Pie.

პლანშეტს აქვს 3 ახალი კამერა. ფრონტალური
- 8mp და ძირითადი, ორმაგი მოდულით
13 mp+5mp 123 გრადუსიანი ხედვის კუთხით. ხელოვნური ინტელექტის
წყალობით აქვს გაუმჯობესებული ფოტოს გადაღების ფუნქცია.
მომხმარებელს მუშაობაში ეხმარება S Pen სტაილუსი,
რომელსაც აქვს დისტანციურად კამერის მართვისა და ფაილების გადაწყობის ფუნქციები. ასევე
აქვს უკონტაქტო დატენვის ტექნოლოგია. სულ რაღაც 10 წუთით დატენვა საკმარისია 10 საათით
სამუშაოდ.
ფასები მოდიფიკაციების მიხედვით შემდეგია: 6/128 GB
- $649, 8/256 GB - $729.
პლანშეტი გაყიდვაში გამოდის შავში, ნაცრისფერში, ცისფერსა და ვარდისფერებში.