მიუხედავად ამერიკის ბაზარზე შექმნილი გარკვეული პრობლემებისა, კომპანია Huawei არ წყვეტს თაყვანისმცემლების
გახარებას ახალი მოდელებით. ამჯერად ბრენდმა ახალი მოდიფიცირებული სმარტფონები: Nova 5i და Mate 20 X 5G გამოუშვა.

Huawei Nova 5i Pro, რომელსაც დასავლეთის
ბაზარზე ექნება მარკირება Mate 30
Lite, წარმოადგენს Nova 5i-ს გაუმჯობესებულ ვერსიას. სმარტფონის აპარატული ნაწილი მუშაობს პროცესორზე
Kirin 810, რომელიც 7 ნანომეტრიანი
ტექნოლოგიითაა შექმნილი. აქვს ახალი 4 სენსორიანი (48 mp; 8 mp; 2 mp და 2 mp) კამერა. ძირითად მოდულს დამატებული
აქვს ტელეობიექტივი, ფართოკუთხოვანი ლინზა და სიღრმის სენსორები.
Huawei Nova 5i Pro აღჭურვილია 6,26 დიუმიანი Full HD+ ეკრანით, რომელსაც აქვს ჭრილი სელფი კამერისთვის
(32mp). მეხსიერების მიხედვით
მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს სმარტფონის სამი მოდიფიკაცია: 6/128 GB, 8/128 GB და 8/256 GB. აპარატის ავტონომიურობას
უზრუნველყოფს 4000 mAh-იანი, სწრაფი დატენვის
მხარდაჭერის მქონე აკუმულატორი.
Huawei-ის თაყვანისმცემლებს
სასიამოვნოდ გააოცებთ აპარატის ფასი. საბაზო მოდელის ღირებულება 319 დოლარს შეადგენს.
363 დოლარი ღირს მოდიფიკაცია:
8/128 GB და 407 დოლარი - 8/256 GB. გაყიდვაში აპარატი 2 აგვისტოდან გამოჩნდება.

მეორე მოდელი, Huawei Mate
20 X 5G, გაცილებით ძვირი ღირს. ეს არის Mate 20 X-ის გაუმჯობესებული ვერსია და გაყიდვაში 16 აგვისტოდან 900 დოლარად გამოვა.
იმასთან დაკავშირებით, რომ Huawei Mate 20 X 5G, აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა, მწარმოებლებს მოუხდათ აკუმულატორის მოცულობის შემცირება
ქსელის ანტენის დასაყენებლად. შედეგად მოდელმა მიიღო 4200 mAh-იანი ელემენტი, იმ
დროს როდესაც მის წინა მოდელს 5000 mAh-იანი ჰქონდა.
Mate 20 X 5G მუშაობს პროცესორზე
Kirin 980. შიდა მეხსიერება შეადგენს 256 GB, ოპერატიული - 8 GB.
OLED ეკრანის ზომა შეადგენს 7,2 დიუმს. ფრონტალური კამერა 24 მეგაპიქსელიანია.
ძირითადი კამერა, სამი სენსორით (48 mp
- ძირითადი კამერა, ტელეობიექტივი ოპტიკური სტაბილიზაქციით და 20 mp ფართოკუთხოვანი სენსორი)
ფლეშ განათებასთან ერთად
კვადრატულ მოდულში განლაგდა.