არ არის გაყიდვაში

Nokia 105 და Nokia 220 - 4G ღილაკებიანი ტელეფონები

25.07.2019 17:25:45

შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ ბოლო ხანებში ღილაკებიანი ტელეფონები აღარ გამოდის, მაგრამ სინამდვილეში ისინი კვლავ იწარმოება, ოღონდ ჩუმად. არადა ისინი ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. HMD Global ის იშვიათი მწარმოებელია, რომლებიც ჯერ კიფევ მუშაობს ამგვარ აპარატებზე. მათი ბოლო სიახლეები კი ტრადიციული ფორმფაქტორის მქონე ტელეფონებია: Nokia 220 4G და Nokia 105.

1 (1)

 

პირველი მათგანი ორიგინალი მოდელის Nokia 220-ის განახლებას წარმოადგენს, რომელმაც 5 წლის შემდეგ პირველად იხილა დღის სინათლე, განსხვავებულად გამოიყურება, უფრო მასიურია და აქვს 4G LTE ქსელის მხარდაჭერა. დისპლეის დიაგონალი შეადგენს 2.4 დიუმს, გაფართოება – 160 х 120 პიქსელს. შიდა მეხსიერება -  24 MB, ოპერატიული – 16 MB. აქვს ფოტოკამერა VGA გაფართოებით და LED განათება.

2 (1)

 

გარდა ამისა ტელეფონს აქვს საკმაოდ ნორმალური ტევადობის მოხსნადი აკუმულატორი, მისი მოცულობა 1200 mAh-ია და სალაპარაკოდ გყოფნით 6 საათის განმავლობაში. მომლოდინე რეჟიმში 27 დღე ძლებს. აქვს ისეთი კლასიკური თამაშები, როგორიცაა „ტეტრისი“, „სნეიქი“ და სხვა. FM რადიო და 2 SIM ბარათის სლოტიც სახეზეა. მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Feature OS და აქვ აპლიკაციები: Facebook, Twitter და Opera Mini. Nokia 220 4G ღირს 39 ევრო.

3 (1)

 

Nokia 105 ასევე წარმოადგენს ძველი მოდელის განახლებას, თუმცა მისი წინამორბედი სულ რაღაც 2 წლის წინ გამოვიდა გაყიდვაში. გარეგნული განსხვავება ტელეფონებს შორის არ არსებობს. მთავარი განსხვავება კი ისაა, რომ ახალ აპარატს აქვს 4G მხარდაჭერა. დისპლეის დიაგონალია 1,77 დიუმი, გაფართოება – 160 х 120 პიქსელი. ოპერატიული მეხსიერება - 4 MB, შიდა - 4 MB. ეს მოცულობა საკმარისია 500 sms-ის და 2000 კონტაქტის შესანახად. Nokia 105 (2019) აქვს FM რადიო, 2 SIM-ბარათი, ფანარი და თამაშები. აკუმულატორის მოცულობა 800 mAh-ია, რომელიც საკმარისა 14 საათით საუბრისა და 26 დღით მომლოდინე რეჟიმში გასაჩერებად. მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე ОС Series 30+, ღირებულება - 13 ევრო.


ზევით