Xiaomi-ში მიიღეს
გადაწყვეტილება გამოეშვათ ბიუჯეტური სმარტფონი მხარეთა უცნაური შეფარდებით - 22.5:9, რომელიც სპეციალურად მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.
ამ იდეის რეალიზაციისთვის კომპანიაში გაუშვეს კრაუნდფანდინგული კომპანია, რომელმაც
7-ჯერ მეტი თანხა შეაგროვა, ვიდრე საჭირო იყო ახალი Xiaomi Qin
2-ის გამოსაშვებად.

აპარატი აღჭურვილია
მინიმალური ფუნქციებით. აქვს 5.05 დიუმიანი კერანი, 1440х576 პიქსელის გაფართოებით. კორპუსი კი მსუბუქი პოლიკარბონატით არის დამზადებული.
მხარეთა შეფარდება 22.5:9 სმარტფონს აძლევს ძალიან
წაგრძელებულ ფორმას, Sony Xperia 1-ის კინემატროგრაფიული 4K ეკრანიც კი უფრო მოკლეა. მუშაობს Spreadtrum SC9832E პროცესორზე, აქვს 1 GB ოპერატიული 32 GB შიდა მეხსიერება.

Xiaomi Qin 2 ასევე
აღჭურვილია ინფრაწითელი პორტით, USB Type-C და 3.5 მმ აუდიო ბუდით, 2100 mAh-იანი აკუმულატორით, ორდინარული 5 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერით. სელფი
კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი აპარატს არ აქვს. ოპერაციულ სისტემას წარმოადგენს Android
Go 9.0.

Xiaomi Qin 2-ის ფასი სულ რაღაც $73 შეადგენს. მომხმარებლებს სთავაზობენ წითელ, შავ, ვარდისფერ და ცისფერ აპარატებს. შესაძლოა, რომ სმარტფონის გაყიდვის არეალი მხოლოდ ჩინეთით შემოიფარგლოს.