კავშირის თანამედროვე
სისტემები მასობრივი ღონისძიებების დროს გარკვეულ რაიონებში შეიძლება არასტაბილურად
მუშაობდეს. ამ სიტუაციიდან გამოსვლის ერთ–ერთი საშუალება კი MeshTalk
ტექნოლოგიის გამოყენებაა, რომელიც
ლოკალურ დეცენტრალიზებულ ქსელს ქმნის Oppo–ს სმარტფონების მფლობელთა
შორის.
კომპანია Oppo–ს გაჯეტები, რომელთა დაშორებაც 3 კმ–ს არ აჭარბებს, ენერგოეფექტური გაშიფრვის
მეშვეობით აწყობენ ლოკალურ ქსელს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სიგნალის
გაძლიერებაც. კავშირი ხორციელდება მხოლოდ OPPO-ს გაჯეტების მფლობელთა შორის რადიოსადგურებს შორის
დამყარებული კავშირის მსგავსად. ტექნოლოგია MeshTalk–ის გამოყენებით, OPPO-ს აპარატების მფლობელი მოლოდინის რეჟიმში რჩება
72 საათის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადგილზე ცუდი კავშირის ზონაა და მობილური
ქსელი გადატვირთულია. ამ შემთხვევაში არც Wi-Fi–ს ან Bluetooth–ის მხარდაჭერა გჭირდებათ.
ამ დროისათვის არ არის ცნობილი Oppo–ს კონკრეტულად რომელი მოდელები იქნება აღჭურვილი ამ ტექნოლოგიით და კონკრეტულად როდის გაუშვებენ მას სერიულ აპარატებში.