არ არის გაყიდვაში

დაანონსდა Xiaomi–ს ახალი ხაზი - CC

25.06.2019 18:54:46

 

Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა ლეი ცზიუნმა დაანონსა კომპანიის გაჯეტების სრულიად ახალი ხაზი – CC. მისი სიტყვებით ამიერიდან მწარმოებელს ექნება გაჯეტების სამი ხაზი:  – Mi, Redmi და CC. ამ უკანასკნელს შიფრავენ, როგორც Camera & Camera, ანდაც Colorful & Creative. 

3
სმარტფონებს აწარმოებენ ინჟინრების ყველაზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ქვე კომპანიში: Chic & Cool 90 ერთიანდებიან. მასში შედის Xiaomi–ს მიერ ცოტა ხნის წინ ნაყიდი Meitu–ს რამდენიმე თანამშრომელიც. მათ დაუკვეთეს ახალგაზრდული გაჯეტების შემუშავება ხარისხიანი კამერებითა და მიმზიდველი დიზაინით. 
ამ ხაზის პირველი სმარტფონები იქნება – Xiaomi CC9e და Xiaomi CC9. ციფრი სახელწოდებაში აღნიშნავს კომპანიის ასაკს. მათ პუბლიკას საკმაოდ მალე წარუდგენენ. ამბობენ, რომ უფროსი მოდელი აღჭურვილი იქნება Qualcomm–ის  პროცესორით Snapdragon 730; წვეთისებრი ჭრილის მქონე დისპლეით, 32 პიქსელიანი გაფართოების ეკრანით, სამმაგი ძირითადი კამერით და ეკრანს ქვეშ განთავსებული სკანერით. აკუმულატორის მოცულობა 4000 mAh იქნება.  
„უმცროსი მოდელი“ უფრო ნაკლები მწარმოებლურობის მქონე Snapdragon 712–ით იქნება აღჭურვილი და სკანერი გვერდზე ექნება განლაგებული. ამბობენ, რომ ორივე მოდელს ექნება NFC ჩიპი. მოდელების ღირებულება იქნება დაახლოებით 200 – 300 დოლარი.

 


ზევით