არ არის გაყიდვაში

Ericsson–ის უნიკალური მეთოდი სმარტფონის ქურდობისგან დასაცავად

19.06.2019 17:28:43

თანამედროვე სმარტფონები მაღალტექნოლოგიური, კომპაქტური, ძვირფასი აპარატებია, რომელიც ერთ–ერთ უპირველეს სამიზნეს წარმოადგენს კრიმინალებისთვის. მათი მოპარვის თავიდან ასაცილებლად კი მობილური ტელეფონების მწარმოებლები საკმაოდ ჭკვიანურ, ინოვაციურ მეთოდებს იყენებენ. ესენია: განბლოკვა ბიომეტრიული მონაცემებით, აპარატის დისტანციური გათიშვა და შესაძლებლობა განსაზღვროთ თქვენი აპარატის მდებარეობის ზუსტი კოორდინატები.

1 (14)

 

კომპანია Ericsson–მა შვეციიდან შეიმუშავა ორიგინალური გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ სმარტფონს გარემოს შეფასების საშუალებას მისცემს. მწარმოებლებმა დააპატენტეს სმარტფონი, რომელიც აღჭურვილია სენსორების სისტემით, რომელიც საშუალებას ადსლევს აპარატს ამოიცნოს, თი სად, რა გარემოებებში მდებარეობს ის.  

2 (8)

 

სმარტფონი დამოუკიდებლად „მიხვდება“, რომ მდებარეობს ჯიბეში, დევს მაგიდის ზედაპირზე და ჩანთაში. ადამიანის ხელის შეხების დროს ის განსაზღვრავს ეკუთვნის თუ არა ხელი მფლობელს.

3 (9)

 

უცხო ადამიანის იდენტიფიცირებისას სმარტფონი იწყებს ვიბრირებას ულტრახმოვან სიხშირეებზე. ასეთ პირობებში მისი ხელში დაჭერა რთული იქნება, მით უმეტეს მაშინ თუ ქურდი ფრთხილად აცდის აპარატს მსხვერპლს ჯიბიდან.

ამ დროისათვის Ericsson–ის მიერ შექმნილი ტექნოლოგია არ არის მზად მასობრივი რეალიაციისათვის. როდის გამოვა გაყიდვაში და რამდენად გაზრდის ფასს, ჯერ არ არის ცნობილი.


ზევით