_863219.jpg)
გარეგნულად ახალი სამაჯური წინა მოდელს ჰგავს, თუმცა დიზაინი სინამდვილეში
არსებითად შეიცვალა. მწარმოებელმა გააუქმა დისპეიში არსებული ტრადიციული ჩაღრმავება.
AMOLED ეკრანი ფერადია და უფრო გაზრდილი ზომაში. გაფართოება
შეადგენს 120 х 240 წერტილს.
_515183.jpg)
შიგნიდან შეიცვალა ფიტნეს ტრეკერი. ახლა ის საფირმო ჩიპსეტზე Huangshan No.1 მუშაობს. კომპანიაში
ირწმუნებიან, რომ ამან 38 პროცენტით გაზარდა ენერგოეფექტურობა.
სამაჯურის წონა შეადგენს 22,5 გრამს. ის წარმოდგენილია ორ ვერსიად: NFC–ითა და მის გარეშე.
აღჭურვილია Bluetooth 5.0 მოდულით და საფირმო
დამხმარე Xiao AI–თ. ახდენს სმარტ სახლის
გაჯეტებთან სინქრონიზებას. აკუმულატორის მოცულობა
135 mAh–ია. ერთი დატენვით ავტონომიურად მუშაობს 20 დღე. NFC ვარიანტით კი 15 დღე.

დამატებული აქვს უამრავი პროგრამული შესაძლებლობა: გარეთ ან შენობაში სიარულის
და სირბილის, ცურვის, ცხენით სეირნობის, ფიზიკური ვარჯიშების აქტივობების ასახვა. ის
განასხვავებს ცურვის სტილს და რეალურ დროში აკონტროლებს გულის ცემას. ვარჯიშის პროვესი
Sports App აპლიკაციით კონტროლდება.