არ არის გაყიდვაში

Oppo-სა და Xiaomi–ის ახალი სმარტფონები ეკრანის ქვეშ განლაგებული კამერებით

11.06.2019 18:49:35

მწარმოებლები უკვე დიდი ხანია მუშაობენ სმარტფონებზე, რომლებსაც არ ექნებათ რაიმე სახის ჭრილი ეკრანზე, მაგრამ ამავე დროს აღჭურვილნი იქნებიან ფრონტალური კამერით. ჭრილის გარეშე აპარატზე კამერის განთავსების საუკეთესო საშუალება კი მისი ეკრანის ქვეშ განლაგება აღმოჩნდა. სულ ახლახანს აღნიშნული იდეის პროტოტიპები წარმოადგინეს ისეთი კომპანიის წარმომადგენლებმა, როგორებიცაა Oppo და Xiaomi.

122

Oppo–მ აღნიშნული ტექნოლოგია წარმოადგინა პროტოტიპზე, რომლის აპარატის მოდელიც ჯერ უცნობია.  Xiaomi – მ კი ახალი მიგნება Mi 9–ს საშუალებით გააცნო საზოგადოებას. ამ შემთხვევაში ფრონტალური კამერა განათავსეს დისპლეის ქვეშ. წვეთისებრი ჭრილი კი სრულებით გააქრეს. როგორც ჩანს, ტექნოლოგიის რეალიზაციის საშუალება ორივე კომპანიის ვერსიაში იდენტურია.

 

როდის გამოვა ასეთი სმარტფონები გაყიდვაში, ჯერ უცნობია. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიმდინარე წელს სიახლის დანერგვა ნაკლებ სავარაუდოა. ჯერ საუბარი მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობების დემონსტრირებაზეა.

ზევით