არ არის გაყიდვაში

ახალი Apple Mac Pro 28 ბირთვიანი პროცესორით

07.06.2019

 

6 წლიანი შესვენების შემდეგ Apple–მა მწარმოებლების კონფერენციაზე WWDC წარმოადგინა განახლებული პროფესიონალური, პერსონალური კომპიუტერი Mac Pro, რომელიც ფლობს უნიკალურ ტექნიკურ მახასიათებლებს. 

11
პირველ რიგში თვალში გვხვდება სისტემური ბლოკის მასიური კორპუსის ორიგინალური და საკმაოდ უცნაური დიზაინი, რომელიც ალუმინისა და უჟანგავი ფოლადისგანაა შექმნილი. კომპიუტერის ზომებია 529×450×218 მმ, წონა - 18 კგ. მასიური კორპუსის კომფორტულად გადასატანად  შექმნილია სპეციალური სადგამი ბორბლებზე.

 

 

Mac Pro–ს  მინიმალურ საბაზო კომპლექტაციას აქვს 8 ბირთვიანი Xeon W პროცესორი 4 Ghz სიხშირით. ოპერატიული მეხსიერება – 32 GB, ირითადი SSD მეხსიერება - 256 GB. ვიდეოპროცესორი- Radeon Pro 580X.

22 
კომპიუტერის ტოპ კონფიგურაციის სიმძლავრე გასაოცარია. მას აქვს 28 ბირთვიანი პროცესორი Intel Xeon, ოპერატიული მეხსიერება - 1,5 TB, ორი SSD მეხსიერება –4 TB–მდე და 4-მდე ვიდეობარათი Radeon Pro Vega II, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს სიმძლავრეს 58 ტერფლობსამდე. კვების ბლოკი 1.4 კილოვატს შეადგენს.  

 

 

Mac Pro–ს ტოპ მოდელი საშუალებას იძლევა გაუშვათ ერთდროულად სამი სტრიმი 8K გაფართოებით და 12 სტრიმი 4K გაფართოებით. გათვალისწინებულია სპეციალური ბარათი  Afterburner ვიდეოს დამუშავების ეფექტურობის გასაზრდელად. 
გაგრილების უნიკალური სისტემა დაკომპლექტებულია ერთდროულად 6 ვენტილატორით და აორთქლების სისტემით. საბაზო კომპლექტაცია ეღირება 5999 დოლარი. ტოპ კონფიგურაციის ფასი ჯერ არ გაჟღერებულა. გაყიდვაში Mac 2019 წლის შემოდგომით გამოვა.

 


ზევით