არ არის გაყიდვაში

Fujifilm GFX100: 102- მეგაპიქსელიანი კამერა 3 დისპლეით

04.06.2019 19:20:55

Fujifilm–ის ახალი კამერა GFX100 ფლაგმანურ აპარატად იქცა, შესაძლებლობით გადაიღოს გამოსახულება 102 მეგაპიქსელის გაფართოებით. კამერა აღჭურვილია ფუნქციით, რომელიც უზრუნველყოფს ფოტოს წინაწარ რატუშირებასაც.

22

 

Fujifilm–ის ახალი კამერა GFX100 ფლაგმანურ აპარატად იქცა, შესაძლებლობით გადაიღოს გამოსახულება 102 მეგაპიქსელის გაფართოებით. კამერა აღჭურვილია ფუნქციით, რომელიც უზრუნველყოფს ფოტოს წინაწარ რატუშირებასაც.

GFX100–სთვის წინასწარ შეიმუშავეს ახალი უნიკალური CMOS სენსორი, რომელიც სრულკადრიან 35 მილიმეტრიან კემრებზე 1.7–ჯერ დიდია. ციფრული კამერის აპარატული შემადგენელი მუშაობს პროცესორზე X-Processor 4, რომელიც Fujifilm–მა შეიმუშავა. საფირმო ჩიპს აქვს Smooth Skin Effect, რომელიც უზრუნველყოფს სახის ტონის ავტომატურ გასუფთავებას რატუშირების ანალოგიით, რასაც ფოტოგრაფები უკვე გადაღებული სურათის დამუშავებისას აკეთებენ.

33

 

კამერა Fujifilm GFX100 აღჭურვილია 5.5 ხარისხის ოპტიკური სტაბილიზაციის შესაძლებლობით. ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ ფოტო მაქსიმალური გაფართოებით გადღაბნილი კადრის გამოსვლის რისკის გარეშე.

ფაზური ავტოფოკუსირება იყენებს 3.76 მილიონ პიქსელს, რაც ფოკუსირების სიჩქარეს 210% ზრდის წინა მოდელებთან შედარებით. საბაზო შუქმგრძნობელობა 100 –დან 12 800–მდე ISO –ში მერყეობს. აპარატს ასევე აქვს წამში 5 კადრის დაფიქსირების შესაძლებლობა. ვიდეოგადაღება შესაძლებელია ფორმატებში: 4K, 30 fps ან Full HD, 60 fps.

44 (1)

 

აპარატს აქვს: გადამღები OLED ვიდეომძებნელი 5.76 მილიონი წერტილის გაფართოებით, თხევადეკრანიანი დისპლეი 2.3 დიუმის დიაგონალით და ორი დამატებითი  OLED დისპლეი დამატებითი ინფორმაციის ასახვისთვის. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს  Wi-Fi 802.11ac და Bluetooth. აქვს ორი SD ბარათის მხარდაჭერა. კამერა იწონის 1.32 კგ–ს და აღჭურვილია ორი აკუმულატორით. კორპუსს აქვს მტვრისა და ნალექისგან დაცვის მხარდაჭერა.

აპარატი გაყიდვაში გამოდის 27 ივნისიდან და ეღირება $9999.


ზევით