არ არის გაყიდვაში

Intel-ის უცნაური ნოუთბუქი ორი ეკრანით

31.05.2019 16:57:27

 

კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე არსებული კონკურენცია მწარმოებლებს აიძულებს უფრო და უფრო სრულყონ თავისი პროდუქცია, რათა ის სარგებლობდეს დიდი მოთხოვნით, აჩენდეს ინტერესს და აოცებდეს მომხმარებელს. ეს არის ბაზრის კანონები, და მისი გათვალისწინება ყველა მოთამაშეს უწევს. ამ პრინციპს იზიარებს კომპანია  Intel–იც და ცოტა ხნის წინ ამის გათვალისწინებით წარმოადგინა უჩვეულო, ორ ეკრანიანი ნოუთბუქი  Honeycomb Glacier. თუმცა კონკურენტებს გაუსწრო იმითაც, რომ ორი ეკრანის ინტეგრირების უჩვეულო გზას მიაგნო.

 

1

 

 

სპეციალური მექანიზმის წყალობით ნოუთბუქი ტრანსფორმირდება ისე, რომ ძირითადი ეკრანი მომხმარებლის თვალების დონემდე ადის. განსაზღვრული კუთხით იწევა მეორე ფართოფორმატიანი დისპლეიც და მიმართულია მოთამაშისკენ.   

 

2 (6)

 

 

მთავარი Full HD დისპლეის ზომა შეადგენს 15.6 დიუმს, მეორე დისპლეის დიაგონალი კი – 12.3 დიუმს, ორივე მათგანის გაფართოება კი 1920х720 წერტილია. Honeycomb Glacier–ის დამატებითი ეკრანი  გეიმერებისთვისაა განკუთვნილი სათამაშო რუკის აღსაბეჭდად, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლების ტრანსლირებისთვის, ანდაც მესენჯერში სასაუბროდ.

 

3 (8)

 

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ გაჯეტს დამონატჟებული აქვს Tobii კამერები, რომელიც სისტემას შეხედვის საშუალებით მართავს. მსგავსი კამერები ბევრ თამაშშია გამოყენებული. მოძრავი კონსტრუქცია კი არა მხოლოდ ეკრანის ასაწევად, არამედ სისტემის დამატებითი ვენტილაციისთვის გამოიყენება. ნოუთბუქი მუშაობს Intel–ის 8 ბირთვიან პროცესორზე და ვიდეობარათზე NVIDIA GTX 1060.

Intel –ის ახალი ნოუთბუქი ჯერ–ჯერობით პროტოტიპია. იმისთვის, რომ ის სრულყოფილ ნოუთბუქად იქცეს, ჯერ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. როდის ვიხილავთ უკვე მზა პროდუქტს და როდის გამოვა ის გაყიდვაში, ჯერ ცნობილი არ არის.


ზევით