რაც უფრო ახლოვდება
iPhone–ისა და iOS 13–ის ოფიციალური ანონსის
თარიღი, მით მეტი ინსაიდერული ინფორმაცია ჩნდება მათი ტექნიკური მახასიათებლებისა
და ოპერაციული სისტების შესახებ.
_430020.jpg)
საინფორმაციო წყაროებისგან
მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად ახალ iPhone 11–ს (5.8 დიუმი) და iPhone 11 Max–ს (6.5 დიუმი), როგორც მათ წინამორბედებს
iPhone
X–სა და XS–ს, ექნებათ AMOLED ეკრანი ჩვეული ჭრილით.
Face
ID სისტემა გაუმჯობესდება და საშუალებას მოგცემთ იდენტიფიკაცია გაიაროთ მომხმარებლის
სახის ფართო კუთხით.
_496925.jpg)
ინსაიდერები ამტკიცებენ,
რომ iPhone 11–ში მცირე ცვლილებები შეეხება კამერასაც. უკვე არსებულ
ორს დაემატება 12 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი ობიექტივის მქონე სენსორი 120° ხედვის კუთხით. ფიქრობენ, რომ ძირითადი
კამერა ოპტიკური სტაბილიზატორითაც იქნება აღჭურვილი. სიკაშკაშეს კი განახლებული ფლეშ
განათება უზრუნველყოფს. გადაღების ხარისხის ასამაღლებლად Apple–მა შექმნა საფირმო ISP პროცესორი და გააუმჯობესა
Smart
HDR.
_530855.jpg)
ახალი iPhone–ების კორპუსი მიიღებს
უჟანგავი ფოლადის ჩარჩოს და ახალ ზედაპირს, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს მატეს მინას. გაუმჯობესდება სტერეო
დინამიკებიც. აპარატული სრულყოფის გარდა ახალი მოდელები სულ ახალთახალ ოპერაციულ სისტემას
iOS
13–ს მიიღებენ.
ფიქრობენ, რომ განახლებული
iOS 13 გულისხმობს განახლებულ Siri–საც. სისტემა დაიმახსოვრებს
მომხარებლის ჩვევებს და თავად გადმოწერს აპლიკაციებს, რომლიც მას სავარაუდოდ დააინტერესებს.