არ არის გაყიდვაში

Apple–მა გააუმჯობესა MacBook Pro ახალი პროცესორითა და კლავიატურით

23.05.2019 17:40:07

ცნობილი გახდა ინფორმაცია 15 და 13 დიუმიანი MacBook Pro–ს მახასიათებლების შესახებ. ამიერიდან მათში გამოიყენება Intel–ის ბოლო, მე–8 და მე–9 თაობის პროცესორები. კლავიატურა Butterfly–მ კი მიიღო სრულყოფილი მომსახურების პროგრამა და გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელი გახდა.

4 (4)

 

 

ცვლილებები შეეხო პირველი რიგში ნოუთბუქის 15 დიუმიან ვერსიას Intel–ის მე– 9 თაობის პროცესორით. საბაზო მოდელi MacBook Pro მუშაობს ექვსბირთვიან პროცესორზე Core i7-9750 ტაქტური სიხშირით 2.6 Ghz. განახლების თვალსაზრისით არანაკლებ პოპულარული გახდება ახალი ვერსია, რომელსაც 8 ბირთვიანი პროცესორი CPU Core i9-9980 ექნება სიხშირით 2.3 Ghz.
იმ მომხმარებლებისთვის კი, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მწარმოებლურობა კომპანიამ შექმნა ტოპ კონფიგურაციის ნოუთბუქი 8 ბირთვიანი პროცესორით Core i9, საბაზო სიხშირით –2.4 Ghz. ეს არის ყველაზე ძლიერი მაკბუქი მისი არსებობის ისტორიაში.  
სერიოზული ცვლილებები განიცადა 13 დიუმიანმა მოდელმაც, რომელსაც აქვს Touch Bar. საბაზო ვერსია აღჭრუვილია 4 ბირთვიანი პროცესორით Core i5-8365 სიხშირით – 2.4 Ghz.

5 (1)

 

 

მიუხედავად მწარმოებულურობაში შეტანილი ცვლილებებისა, უცვლელი დარჩა MacBook Pro–ს ხვა ძირითადი მახასიათებლები. გარდა კლავიატურისა Butterfly, რომელშიც მწარმოებლების თქმით გაუმჯობესდა მექანიკური ნაწილი ახალი მასალის გამოყენების შედეგად. ეს შეამცირებს ნოუთბუქების მუშაობაში ხარვეზების გაჩენის შანსს.
განახლებული მოდელები უკვე გაყიდვაშია. ახალი MacBook Pro 13 Touch Bar ღირს $1 799; MacBook Pro 15–ს ფასი იწყება $2 399–დან. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელი კი (Core i9, 32 GB, Radeon Pro Vega 20 და 4 TB SSD) - $6 549.

 


ზევით