არ არის გაყიდვაში

Motorola One Vision: კინემატოგრაფიული სმარტფონი 48 mp კამერით

21.05.2019 18:32:31

Motorola–მ თავისი სმარტფონების ასორტიმენტი უცნაური სიახლით შეავსო და წარმოადგინა საშუალო დონის მოდელი One Vision, რომელშიც კონკურენტების მიერ შექმნილი სიახლეებიც დანერგა.

1 (4)

 

მაგალითად, აპარატს აქვს 6.3 დიუმიანი LCD ეკრანი CinemaVision,  Full HD+ გაფართოებით და კინემატოგრაფიული მხარეთა შეფარდებით — 21:9. ასეთივე დისპლეი აქვს ისეთ აპარატებს, როგორებიცაა: Sony Xperia 10 Plus და  Sony Xperia 10. ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში მრგვალი ჭრილია განთავსებული 25 მეგაპიქსელიანი სელფი კამერისთვის, რომელსაც აქვს Quad Pixel ტექნოლოგიის ოთხი ერთში ბინინგის მხარდაჭერა, (როცა ოთხი პიქსელი ერთიანდება ერთში, სინათლის მგრძნობელობის მოსამატებლად) ამაში ახალი აპარატი გავს Honor View 20–სა და Samsung Galaxy S10–ს.

3 (3)

 

კიდევ ერთი საინტერესო მომენტია ის, რომ One Vision არ მუშაობს  Qualcomm–ის ან MediaTek–ის პროცესორზე. მათ მაგივრად აპარატს აქვს Samsung Exynos 9609–ის 8 ბირთვიანი პროცესორი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 GB-ს, შიდა მეხსიერება კი – 128 GB.  აკუმულატორის მოცულობა 3500 mAh–ია და აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია TurboPower.

4 (1)

 

ორმაგი მთავარი კამერა შედგება 48 მეგაპიქსელიანი ძირითადი მოდულით, f/1.7 დიაფრაგმით და 5 მეგაპიქსელიანი მეორადი სენსორით, რომელიც სცენის სიღრმის ანალიზისთვისაა განკუთვნილი. აქვს ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა,  Night Mode რეჟიმი და ხელოვნური ინტლექტის ტექნოლოგიის, ასევე 4К UHD ფორმატში ვიდეო გადაღების მხარდაჭერა. უკანა მხარეს განლაგებულია თითის ანაბეჭდის სკანერი.

One Vision გამოუშვეს ოპერაციულ სისტემაზე Android One. ახალი აპარატის საწყისი ღირებულება 299 ევრო იქნება.  


ზევით