

აპარატი მუშაობს პროცესორზე
Qualcomm Snapdragon
710. ოპერატიული მეხსიერების
მოცულობა შეადგენს 4, 6 ან 8 GB, შიდა კი — 64 ან 128 GB. აკუმულატორის მოცულობა შეადგენს
3765 mAh–ს და აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია VOOC Flash Charge 3.0, რომელიც 55% ტენის
ტელეფონს ნახევარ საათში.
Realme X–ის უკანა მხარეს
განთავსებულია ორმაგი კამერა 1/2" სენსორით Sony IMX
586, 48 მეგაპიქსელითა და
f/1.7 დიაფრაგმით. დამხამრე სენსორი 5 მეგაპიქსელიანია და განსაზღვრავს ფოტოების სიღრმეს.
ფრონტალური კამერა, ისევე როგორც OnePlus
7 Pro–ს შემთხვევაში, განთავსებულია მოძრავ მოტორიზებულ ბლოკში. გადაღებას ახორციელებს
16 მეგაპისელიანი სენსორი.

ძირითად კამერას აქვს
ფუნქციები, რომელიც ამაღლებს გადაღებული ფოტოების ხარისხს. სცენების ამოცნობა ხორციელდება
ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. გათვალისწინებულია პორტრეტული სტილი, Nightscape და Chroma Boost.

საბაზო მოდელი
Realme X, რომელსაც აქვს 4/64 GB მეხსიერება ღირს $220, მოდელი 6/64 მეხსიერებით კი
– в $230. ტოპ მოდიფიკაცია 8 და 128 GB მეხსიერებით –$260.