არ არის გაყიდვაში

iPhone 11 და iPhone 11 Max–ის დიზაინი ცნობილია

14.05.2019 17:53:24

Apple-ის ახალი სმარტფონების ანონსამდე ნახევარ წელზე ნაკლები რჩება და მითქმა–მოთქმა ახალი iPhone–ების შესახებ არ წყდება. ინტერნეტგამოცემების Bloomberg და OnLeaks–ის ინსაიდერები, რომელთა პროგნოზებიც ყველაზე ხშირად მართლდება, იტყობინებიან, რომ მოდელები iPhone 11 და iPhone 11 Max მიიღებენ სამმაგ ძირითად კამერას, რომელიც მოთავსებული იქნება სმარტფონის უკანა მხარეს განთავსებულ კვადრატულ ველზე.

1

 


2

ინტერნეტშიც მაშინვე გაჩნდა ახალი აპარატების სავარაუდო დიზაინის ამსახველი ფოტომასალა, რომელმაც მომხმარებელში უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოიწვია. თუმცა ახალი დიზაინერული გადაწყვეტილება საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოიყურება და სრულიად შეესაბამება Apple–ის სტილს.

3

 

iPhone 11 და iPhone 11 Max მიიღებენ საკმაოდ კარგ ესთეტიურ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად არ აფუჭებს აპარატის საერთო ვიზუალს. მოკლედ, ისევე როგორც ადრე, Apple–ში ახლაც შეუძლიათ ორგანულად შეუთავსონ ერთმანეთს თანამედროვე ტენდენციები და დიზაინერული გადაწყვეტილებები.

4

 

შეგახსენებთ, რომ მოცემული მასალა არ არის ოფიციალური და ის ერთ–ერთი ბლოგერის მიერ არის გამოქვეყნებული.


ზევით