_881226.jpg)
გარეგნულად Pixel 3a და Pixel 3a XL პრაქტიკულად იდენტურია
წინა მოდელებისა: Pixel 3 და Pixel 3 XL, თუმცა მინის უკანა პანელი
შეცვლილია პლასტმასით, ამიტომ უსადენო დატენვის ფუნქცია ახალ მოდელებს არ ექნებათ ისევე,
როგორც მტვრისა და წყლისგან დაცვა. თუმცა აპარატებში დაბრუნდა ყურსასმენების პორტი.
წინა მხარეს თვალში გვხვდება საკმაოდ სქელი ჩარჩო. დაანონსებული სმარტფონები ერთმანეთისგან
გამოირჩევიან მხოლოდ OLED დისპლეის დიაგონალით,
რომელსაც აქვს Full HD+ გაფართოება. Pixel 3a – ს აქვს 5.6 დიუმიანი ეკრანი, Pixel 3a XL — 6 დიუმიანი.
_164589.jpg)
ორივე მათგანის განსხვავებას წინამორბედებისგან წარმოადგენს შედარებით
სუსტი შიგთავსი. ახალი მოდელები მუშაობს 10 ნანომეტრიან 8 ბირთვიან
პროცესორზე Qualcomm Snapdragon 670, გრაფიკული დამაჩქარებლით Adreno 615, 4 GB ოპერატიული და 64 GB შიდა მეხსიერებით.
ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 3 700 და 3000 mAh–იანი აკუმულატორები.

ფლაგმანური მოდელის ძირითადი კამერა შედგება 12.2 მეგაპიქსელიანი სენსორისგან
Sony
IMX363 სისტემური და ოპტიკური სტაბილიზატორებით. შენარჩუნებული აქვს ხელოვნური
ინტელექტის შესაძლებლობები, მათ შორის Top Shot, Super Res Zoom და Night Sight. ფრონტალური კამერა კი
წარმოდგენილია ერთადერთი 7 მეგაპიქსელიანი სენსორით.
_992590.jpg)
Google Pixel 3a და Google Pixel 3a
XL მუშაობენ ოპერაციულ სისტემაზე Android 9.0 Pie. ზომები შეადგენს: 151.3 х 70.1 х
8.2 მმ / 160.1 x 76.1 x 8.2 მმ–ს. ფასები მერყეობს $399 და $479 შორის მოდელების შესაბამისად.