არ არის გაყიდვაში

Samsung-ის სუპერ სწრაფმა დამტენმა ექსპერტებს იმედები გაუცრუა

06.05.2019

დატენვის სისწრაფე თანამედროვე მობილური გაჯეტების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სულ ცოტა ხნის წინ, Samsung–მა Galaxy S10 5G–ს პრეზენტაციის დროს წარმოადგინა დასატენი მოწყობილობა 25 ვატის სიმძლავრით, რომელიც უზრუნველყოფს აკუმულატორის სუპერ სწრაფ დატენვას. თუმცა ჯერ კიდევ A70–ის გამოსვლისას ასეთი ტიპის დამტენი სასტარტო კომპლექტში შედიოდა.

135

 

 

ენთუზიასტებმა ჩაატარეს შედარებითი ტესტირება დამტენ მოწყობილობებს შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ (15 ვატი, წინა თაობა) და სუპერ სწრაფ (25 ვატი, ახალი თაობა) დატენვას. ექსპერიმენტის დროს გამოიყენეს Galaxy A70 4500 mAh–იანი მოცულობის აკუმულატორით და ორივე ტიპის დამტენი. 
საწყისი პირობები იყო მსგავსი: 3% დატენილი აპარატი. დატენვის დრო გატესტეს სამ ვარიანტად: 30, 45 და 50 წუთზე. სუპერ სწრაფმა დამტენმა აჩვენა შემდეგი შედეგები: ნახევარი საათი - 33%, 45 წუთი - 51% და 60 წუთი - 67%. სწრაფმა დამტენმა კი შემდეგი: ნახევარი საათი - 26%, 45 წუთი - 49% და 60 წუთი - 60%. Galaxy S10+ დატენვის დროს, რომელსაც 4100 mAh–იანი აკუმულატორი აქვს 15 ვატიანი დამტენის შედეგები შემდეგი აღმოჩნდა: 34%, 52% და 67%.

235 

 

ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა სიმძლავრის დამტენების გამოყენებისას დატენვის სისწრაფის შედეგები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება და არ არის დამტენი საშუალების სიმძლავრის პროპორციული. ვარაუდობენ, რომ Samsung–ის ინჟინრები განზრახ აგდებენ დატენვის სიჩქარეს, ბატარეის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. თუმცა მომხმარებელი ალბათ უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა ზედმეტის გადახდა ახალი გაჯეტისთვის სუპერ სწრაფი დატენვის ფუნქციის გამო.  


ზევით