არ არის გაყიდვაში

Google ღილაკებიანი ტელეფონებისთვის განკუთვნილ Android–ს ქმნის

03.05.2019 12:15:43

 

Android ყველაზე გავრცელებული მობილური ოპერაციული სისტემაა მსოფლიოში. ის ბაზრის დაახლოებით ¾–ს იკავებს. ამიტომ Google, როგორც ჩანს არ აპირებს ამ მაჩვენებელზე გაჩერებას. როგორც ცნობილი გახდა კომპანიაში მუშავდება ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია, რომელიც კონკრეტულად ღილაკებიანი ტელეფონების მართვისთვის იქნება განკუთვნილი.

89
ქსელში უკვე გაჩნდა Chrome–ის სქრინშოთი, რომელიც ასახავს, თუ როგორ გამოიყურება სისტემური ნიშნები ამ ოპერაციულ სისტემაში, Android Oreo–ს სტილით. სრულიად შესაძლებელია, რომ ბრაუზერის ეს ვერსია ფუნქციონირებდეს Android Oreo– ზე სენსორული ნავიგაციის გარეშე.

7 

 

ამიტომ გავრცელდა ხმები, რომ Google მუშაობს ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიაზე ღილაკებიანი ტელეფონებისთვის და კონკურენციას გაუწევს KaiOS–ს, რომელიც სპეციალისტების დათვლით 40 მილიონ ისეთ აპარატზე გამოიყენება, რომელსაც მექანიკური მართვის ელემენტები აქვს.  ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ახალ ოპერაციულ სისტემაზე დამატებით ინფორმაციას მიიღებენ მაისის დასაწყისში კონფერენციიდან Google I / O. თუ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი არ აღმოჩნდა, წინა თაობის ტელეფონების ფუნქციონალი მნიშვნელოვნად გაფართოვდება.


ზევით