Nubia-მ ახალი გეიმინგ სმარტფონი
– Red Magic 3 გამოუშვა. ეს არის მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც შიდა გაგრილების
სისტემა აქვს. აქამდე, გარე გაგრილების სისტემები გეიმინგ სმარტფონებში სიახლე არ იყო
და ის Red Magic 3-ის წინამორბედს – Red Magic 2-საც ჰქონდა.

ამ
უკანასკნელის გამოსვლიდან 6 თვის შემდეგ, კომპანიამ თავისი გეიმინგ სმარტფონის მესამე
თაობა Red Magic 3 გამოუშვა. მისი გაგრილების სისტემა სითბური მილით არის აღჭურვილი,
შესაბამისად, თამაშისას დიდი დროის განმავლობაში არ გადაგიხურდებათ.

Magic 3-ს აქვს პროცესორი
Qualcomm Snapdragon 855, მუშაობს Android 9 ოპერაციულ სისტემაზე, აქვს 12GB
ოპერატიული მეხსიერება და 256GB-იანი შიდა მეხსიერება. რაც შეეხება ელემენტს, მისი
მოცულობა 5000 mAh–ია, რაც დიდი ხნის განმავლობაში თამაშის საშუალებას მოგცემთ,
ისე რომ ტელეფონი არ დაგიჯდეთ.

რაც
შეეხება კამერის მახასიათებლებს, Magic 3-ს 48 მეგაპიქსელიანი უკანა, ხოლო 16
მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კამერას ორი
განსაკუთრებული მახასიათებელი – 8K ვიდეო და Super Slow Motion რეჟიმი აქვს.
Nubia-ს Red Magic 3 ჩინეთში 3 მაისს გამოვა და $430 ეღირება,
შემდეგ მსოფლიოს
სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.