Xiaomi–მ ინდოეთში წარმოადგინა
ბიუჯეტური სმარტფონი Redmi Y3, რომელსაც აქვს პლასტმასის
კორპუსი და წყლის განმგდები ნანო–საფარი P2i.

სმარტფონი აღჭურვილია HD+ გაფართოების 6.26
დიუმიანი დისპლეით. დაზიანებისგან იცავს
Corning Gorilla Glass 5 მინა. აქვს წვეთისებრი ჭრილი
ფრონტალური კამერისთვის, რომელიც 32 მეგაპიქსელიანია და აქვს ხელოვნური ინტლექტის მხარდაჭერა
AI Beauty 4.0. მუშაობს 8 ბირთვიან
პროცესორზე Snapdragon 632 გრაფიკული დამაჩქარებლით
Adreno 506. ოპერატიული მეხსიერების
ზომა შეადგენს 3/4 GB, შიდა— 32/64 GB. აკუმულატორის მოცულობა
4000 mAh–ია.

ცალკე აქვს ორი SIM ბარათისა და მეხსიერების ბარათის სლოტი, ყურსასმენების სლოტი და ინფრაწითელი
პორტი. ძირითადი კამერის გაფართოება 12 მეგაპიქსელია. აქვს 2 mp–იანი სიღრმის დამატებითი
სენსორი, ავტოფოკუსი და შუქდიოდური განათება. უკანა მხარესვეა განლაგებული დაქტილოსკოპიური
სკანერი.
ახალი აპარატის გაყიდვები 30 აპრილიდან დაიწყება. გამოვა ლურჯ, წითელ და
შავ ფერებში. საწყისი ღირებულება 143 დოლარი იქნება.