Android პლანშეტების წამყვანი
მწარმოებელი ASUS, შესაძლოა ბაზრიდან გავიდეს.
ამის შესახებ ცნობილი გახდა ინსაიდერული ინფორმაციიდან, რომელიც სადისტრიბუციო არხებთან
არის დაკავშირებული. დაუსახელებელი წყაროს ინფორმაციით მწარმოებელმა უკვე ჩააყენა საქმის
კურსში პარტნიორები, მაგრამ ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. ამგვარად ZenPad 8
(ZN380KNL) დიდი ალბათობით პლანშეტის ბოლო მოდელი იქნება, რომელიც ASUS–მა გამოუშვა.

პლანშეტების ბაზრიდან ტაივანური კომპანიის გასვლა სავარაუდოდ დაკავშირებულია
გაყიდვების დაბალ მაჩვენებელთან ამ მიმართულებაში. ამ დროისათვის მხოლოდ Apple-ის iPad–ები სარგებლობს დიდი
პოპულარობით მომხმარებელთა შორის. იმ დროს, როცა Android გაჯეტები უფრო და უფრო ნაკლებად
იყიდება მსოფლიოს ყველა წერტილში. პლანშეტების პოპულარობის ვარდნის ერთ–ერთი მიზეზი
სმარტფონების დიაგონალის მუდმივი ზრდაა. დრეკად ეკრანიანი, დასაკეცი აპარატების გამოსვლა
კი სავარაუდოდ საბოლოოდ.

ტაბლეტების ბაზრის მთავარი მოთამაშეები უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ
თავიანთ პროდუქციაში ტოპ აპარატულ კომპლექტაციას და უშვებენ გაჯეტებს სუსტი პროცესორითა
და დაბალი ფუნქციონალური შესაძლებლობებით, რაც თავის მხრივ ასევე აფრთხობს მომხმარებელს.
ამგვარად, თუ გავრცელებული ცნობები დადასტურდება, ASUS კონცენტრირდება ZenFone–ის ტიპის სმარტფონების
წარმოებასა და ROG სერიის გეიმერული კომპიუტერების წარმოებაზე.