არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy A60: სმარტფონი Infinity-O დისპლეით

19.04.2019 15:13:00

 

Galaxy A–ს განახლებული ხაზი ახალი მოდელით Galaxy A60–ით გამოვიდა. ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ახალი სმარტფონის შესახებ გვაქვს ინსაიდერული ცნობები. 

45
Galaxy A60 ცოტა უფრო უკეთესია ვიდრე Galaxy A50. თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებებია კამერის მახასიათებლებში. აპარატს აქვს სამმაგი ძირითადი კამერა 32 მეგაპიქსელით.

 

სმარტფონს აქვს 6.3 დიუმიანი Infinity-O დისპლეი Full HD+გაფართოებით და მრგვალი ჭრილი ფრონტალური კამერისთვის, ისევე როგორც ფლაგმანურ Galaxy S–ს. ამით ახალი სმარტფონი გამოირჩევა Galaxy A ხაზის სხვა მოდელებისგან. ფრონტალური კამერის გაფართოება შეადგენს 32 მეგაპიქსელს და აქვს HDR მხარდაჭერა ისევე, როგორც  Galaxy A70-. ახალ აპარატს არ აქვს ტრადიციული დინამიკი სასაუბროდ. მის მაგივრად მუშაობს ეკრანი. ფუნქციონალს კი უზრუნველყოფს საფირმო ტექნოლოგია სახელწოდებით Screen Sound. ხმა ვიბრაციის საშუალებით გადმოიცემა.

46

 

 

მოდელი მუშაობს პროცესორზე Qualcomm Snapdragon 675. აქვს 6 GB  ოპერატიული და 128 GB შიდა მეხსიერება, 3 500 mAh–იანი აკუმულატორი სწრაფი დატენვის ფუნქციით.  თითის ანაბეჭდის სკანერი ტრადიციულად უკანა მხარეს არის განლაგებული. იქვეა განთავსებული ძირითადი სამმაგი კამერა, რომლიდანაც მთავარი სენსორი 32 მეგაპიქსელიანია, მეორე ფართოკუთხოვანი მოდული – 8 მეგაპიქსელიანი და 5 მეგაპიქსელიანი ToF სენსორი, რომელიც ზუსტად ითვლის კადრში მანძილს ობიექტამდე. 
Galaxy A60 დაახლოებით 298 დოლარი ეღირება. რელიზის დრო ჯერ–ჯერობით უცნობია.

 


ზევით