კომპანია Acer–მა ყოველწლიურ კონფერენციაზე
დააანონსა Predator Helios 700. ეს გეიმერული ნოუთბუქი გარეგნულად ძალიან ჰგავს
Predator
Helios 300–ის გაზრდილ ვარიანტს. თუმცა გარეგნული განსხვავება
ერთია ფორმ–ფაქტორის ცვლილებები მეორე. ნოუთბუქს აქვს მოძრავი პანელი Hyper Drift კლავიატურის ტაჩპოდით.
ეს კომპიუტერს არა მხოლოდ ერგონომიულობას მატებს, არამედ ხელს უწყობს უფრო ეფექტურ
გაგრილებას.
_313050.jpg)
Acer Helios 700 წარმოადგენს ფლაგმანს
შესაბამისი შიგთავსით. IPS ეკრანის დიაგონალი
17 დიუმს უდრის და აქვს Full HD გაფართოება. მუშაობს მეცხრე თაობის Intel Core პროცესორზე. შეგიძლიათ
აირჩიოთ GeForce RTX–ის ერთ–ერთი გრაფიკული დამაჩქარებელი: RTX 2080 ან 2070. ოპერატიული მეხსიერება
შეადგენს 64 GB-ს.

კლავიატურა Hyper Drift შედის გაგრილების სისტემაში,
ვიდეო ბარათისა და პროცესორისთვის. ამ სისტემის დანახვა ნაწილობრივ შესაძლებელია გამჭვირვალე
პანელის მეშვეობით. Helios 700–ის გაყიდვები დაიწყება
აშშ–ში აპრილის ბოლოს და მისი ღირებულება 2700 დოლარი იქნება. ევროპაში კი სიახლე ზაფხულის
შუა რიცხვებში შევა და 2700 ევრო ეღირება.

Acer–ს პირველად არ შემოუთავაზებია გეიმერული ნოუთბუქი
ორიგინალური კონსტრუქციით. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გვაჩვენა ტრანსფორმერი Predator Triton
900, რომელსაც აქვს უცნაური მექანიზმი დისპლეის დასატრიალებლად.

საკმაოდ ძვირიანი Helios 700–ის პარალელურად მწარმოებელმა შემოგვთავაზა უფრო ხელმისაწვდომი
მოდიფიკაცია ორ ვერსიად. Helios 300 15.6 ან 17.3 დიუმიანი დისპლეით. ორივეს აქვს IPS პანელი Full HD გაფართოებით.

ახალი მოდელებს შესაძლოა ჰქონდეს
მეცხრე თაობის Intel Core 9 პროცესორები, ან სხვა
კონფიგურაციები Core i7–მდე; GeForce–ის დისკრეტული გრაფიკა
RTX 2070 Max-Q, ტოპ კონფიგურაციით;
ოპერატიული მეხსირება კი 32 GB. აშშ–ში გაყიდვები დაიწყება
აპრილში და ეღირება 1200 დოლარი. ევროპაში კი მისი ღირებულება იქნება 1500 ევრო.