_427630.jpg)
Huawei MateBook E 2019–ს აქვს სენსორული დისპლეი
12 დიუმიანი დიაგონალით, მხარეთა 3:2 შეფარდებით, 2160 х 1440 წერტილის გაფართოებით
და 160°ხედვის კუთხით. ეკრანს აქვს Huawei–ს საფირმო ციფრული სტაილუსის მხარდაჭერა. გაჯეტი არა მხოლოდ პლანშეტის
ფუნქციას ასრულებს, არამედ ქეისის სახით იერთებს კლავიატურასაც და თავისუფლად ტრანსფორმირდება
ნოუთბუქად.

პროცესორ Snapdragon 850–ს აქვს 2.96 ghz ტაქტური სიხშირე და
ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი Adreno 630, აქვს 8 GB ოპერაციული მეხსიერება 256 ან 512 GB შიდა მეხსიერება. იმისთვის
რომ გაჯეტი ეფექტურად გაგრილდეს და იყოს უფრო მწარმოებლური ჰუავეიმ შექმნა რვა ფენოვანი
სისტემა, რომელიც სითბოს ფანტავს.

აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 36.3 ვატს. MateBook–ში ჩაშენებულია 2 დინამიკი
და ორმაგი გამაძლიერებელი SmartPA, რომელიც სისტემას ძლიერი ხმით უზრუნველყოფს. აქვს საფირმო
ტექნოლოგიის Huawei Share–ის მხარდაჭერა, რომელიც ამ კომპანიის
სმარტფონებსა და კომპიუტერებს შორის წამებში ცვლის ინფორმაციას.