არ არის გაყიდვაში

ამაზონი დედამიწელებისთვის გლობალურ ქსელს ქმნის

08.04.2019 17:13:05

Amazon-ის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ დაგეგმილია დედამიწის დაბალ ორბიტაზე ათასობით თანამგზავრის ქსელის შექმნა, რომელთა საშუალებითაც კომპანია პლანეტის მავხოვრებლებს უზრუნველყოფს ინტერნეტზე წვდომით.  

1 (1)

 

ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირში ITU, Amazon-მა უკვე შეიტანა განაცხადი. მასში მითითებულია, რომ კომპანია გეგმავს 3236 თანამგზავრის გაშვებას ქვედა ორბიტაზე. ეს ქსელი დაფარავს ტერიტორიას, რომელზეც მოსახლეობის 95% ცხოვრობს. ქსელს დედამიწის ზედაპირიდან 590–დან 630 კილომეტრზე განათავსებენ.

ამჟამად არსებული თანამგზავრების სისტემის მუშაობას მნიშვნელოვანი შეფერხებები აქვს.  ახალ სისტემას კი ფაქტობრივად არავითარი შეფერხება არ ექნება. 
უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში დიდი კონკურენციაა. მსგავს თანამგზავრულ სისტემებზე მუშაობენ SpaceX, OneWeb, Telesat და Space Norway.


ზევით