კომპანიამ HMD Global, რომელიც Nokia-ს ბრენდს ფლობს წარმოადგინა ახალი
საშუალო ბიუჯეტიანი სმარტფონი - Nokia
X71, რომელსაც ეკრანში აქვს სელფი კამერის ჭრილი.

მობილურ აპარატს აქვს 6.39 დიუმიანი IPS ეკრანი Full HD+ გაფართოებით. დისპლეიში გაკეთებული
ჭრილის საშუალებით, კომპანიამ შეძლო, რომ სმარტფონი აღეჭურვა ეკრანით, რომელიც წინა
პანელის 93%-ს იკავებს. სელფი კამერის გაფართოება შეადგენს 16 mp-ს და აქვს f/2.0 დიაფრაგმა. უკანა მხარეს კი განთავსებულია
სამმაგი კამერა Zeiss-ის ოპტიკით და შუქდიოდური
განათებით. მთავარი კამერა 48 მეგაპიქსელიანია. დამატებით აქვს 5 მეგაპიქსელიანი სიღრმის
სენსორი და ფართოკუთხოვანი 8 მეგაპიქსელიანი ობიექტივი 1200-იანი კუთხის ხედვით. ხელოვნური ინტელექტის წყალობით
სმარტფონს აქვს ღამით გადაღების ფუნქციაც.

Nokia X71 მუშაობს 8 ბირთვიან
პროცესორზე Snapdragon 660 გრაფიკული კონტროლერით Adreno 512. აქვს 6 GB ოპერატიული და 128 GB შიდა მეხსიერება. ასევე, ორი სიმბარათისა და 4G ქსელის მხარდაჭერა.
თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელზეა განთავსებული. ავტონომიურ მუშაობას 3500 mAh-იანი აკუმულატორი უზრუნველყოფს და აქვს სწრაფი დატენვის
ფუნქციაც.

სმარტფონის ზომები შეადგენს 157.19 х 76.45 х 7.98 მმ-ს, წონა — 180 გრამს. მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე
Android 9.0 Pie. ორივე მხრიდან პანელი დაცულია 2.5D მინით.

სმარტფონის გაყიდვები 10 აპრილს დაიწყება და ფასი $388-ს შეადგენს. საერთაშორისო ბაზარზე გამოვა სახელწოდებით Nokia 6.2.