არ არის გაყიდვაში

ჰუავეის ახალი გაჯეტები

27.03.2019

ჰუავეიმ გამართა პრეზენტაცია, რომელზეც ელეგანტური სმარტ სათვალე, საათი და ყურსასმენები წარმოადგინა.

11

 

სმართ საათი უსადენო გარნიტურის საკმაოდ პერსპექტიული ალტერნატივაა. გაჯეტს აქვს დინამიკები, 2 მიკროფონი, Bluetooth მოდული და აკუმულატორი. დინამიკები ისეა განლაგებული, რომ მომხმარებელს შეეძლოს გარემოს ხმების გაგება, გარშემომყოფებს კი არ ესმოდეთ ყურსასმენებიდან გამომავალი ხმა. მიკროფონების სისტემა კი არჩევს ხმის მიმართულებას საუბრის დროს და დამატებით ხმაურებს ბლოკავს.  

2

 

მწარმოებელი აცხადებს, რომ სათვალე მომხმარებელს საშუალებას მისცემს ყურების დაცვის გარეშე ისაუბროს ტელეფონზე და უსმინოს მუსიკას.

33

 

სმარტ საათის ხაზს დაემატა კლასიკური ვიზუალის მქონე მოდელი Watch GT Elegant და სპორტულიWatch GT Active. პირველი მათგანის დისპლეი წარმოდენილია 42 მმ დიაგონალით. ერთი სრული დატენვით ის მუშაობს ერთი კვირის განმავლობაში.  GT Active–ის ერთი დატენვა კი 2 კვირის განმავლობაში 1.5 საათიანი ვარჯიშის დროს ახდენს გულის ცემის მონიტორინგს.

44

 

უსადენო ყურსასმენები FreeLace ჰუავეის კიდევ ერთი სიახლეა. მისი განსაკუთრებულობა ერთი ნაწილის გათიშვის შესაძლებლობაა. აქვს  USB Type-C კაბელი, რომელიც სმარტფონს უერთდება დასატენად. გაჯეტი ძირითად მოწყობილობას უკავშირდება ბლუთუზის საშუალებით. ერთი დატენვით შესაძლებლობა გექნებათ 18 საათის განმავლობაში მოუსმინოთ მუსიკას. ახალი გაჯეტების გაყიდვები აპრილიდან დაიწყება.


ზევით