არ არის გაყიდვაში

ახალი დრონი იპყრობს ცას და დედამიწას

25.03.2019 14:42:32

ახალ უცნაურ დრონს X-TANKCOPTER შეუძლია არა მხოლოდ ფრენა, არამედ დიდი სიჩქარით მიწაზე გადაადგილებაც. მას ნებისმიერი წინაღობის გადალახვა მარტივად შეუძლია და დადის ყველაზე გაუვალ გზებზეც კი.

11

აპარატს აფრენა–დაფრენის ფუნქცია ავტომატური აქვს. ამისათვის რაიმე სპეციალური ქმედება არ გიწევთ. მოძრაობის ნებისმიერ რეჟიმში გამოსახულებას იღებს HD-კამერით, რომელსაც აქვს 120° ხედვის კუთხე. ვიდეო სიუჟეტები ინახება microSD-ბარათზე.

2

 

კომპლექტში X-TANKCOPTER–ს მოყვება ჩვეულებრივი ჯოისტიკი, რომელიც მართავს დრონს. იგივე ფუნქციით შეიძლება სმარტფონის გამოყენებაც. აპარატის მფლობელთათვის შეიმუშავეს განსაკუთრებული VR სათვალეებიც, რომელიც საშუალებას გაძლევთ  მთლიანად ჩაერთოთ კონტროლის რეჟიმში. დისპლეის როლს ასრულებს ისევ და ისევ სმარტფონი. საფირმო აპლიკაცია დაგეხმარებათ მის ინტეგრაციაში ტელეფონთან.

3

აპარატი იწონის 123 გრამს. ერთი დატენვა ყოფნის 7 წუთიან ფრენას, ან 15–20 წუთიან გადაადგილებას მიწაზე. შერეულ რეჟიმში დრონს 12–15 წუთი შეუძლია მოძრაობა. მის დასატენად საკმარისია 30–45 წუთი.

4

 

კომპლექტი X-TANKCOPTER, VR სათვალესთან და პულტთან ერთად $99 ეღირება.


ზევით