არ არის გაყიდვაში

Vivo-ს ახალი სმარტფონი მოძრავი სელფი კამერით

22.03.2019

ჩინურმა კომპანიამ Vivo წარმოადგინა ორი ახალი სმარტფონი საფირმო სიახლით,  მოძრავი ფრონტალური კამერით. აპარატებს აქვთ თითქმის უსაზღვრო დისპლეი და ეკრანის ქვეშ განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი.

11

 

მობილური აპარატი Vivo X27 აღჭურვილია Full HD+ გაფართოების, 6.39 დიუმიანი  Super AMOLED ეკრანით. ჩარჩო მინიმალური ზომისაა ყველა მხრიდან. აპარატი აღჭურვილია ეკრანს შიდა სკანერით თითის ანაბეჭდისთვის.

22

 

სმარტფონი მუშაობს 8 ბირთვიან Qualcomm Snapdragon 710 პროცესორზე, 8 GB ოპერატიული მეხსიერებით და 256 GB შიდა მეხსიერებით. მწარმოებელი დაგვპირდა, რომ გამოუშვებს უფრო მარტივ ვერსიასაც Snapdragon 675 პროცესორით და 128 GB შიდა მეხსიერებით. თუმცა მხოლოდ აპარატს Snapdragon 710 პროცესორით, ექნება სწრაფი დატენვის ფუნქცია Vivo FlashCharge (22.5 ვტ) და 4 000 mAh მოცულობის აკუმულატორი.

16 MP ფრონტალური კამერა აპარატის კორპუსშია ჩამალული. საჭიროების შემთხვევაში ის ავტომატურად გამოდის დამახასიათებელი ხმის თანხლებით. კამერას შეუძლია არა მხოლოდ სელფის გადაღება, არამედ ტელეფონის განბლოკვაც სახის ამოცნობით.

3

 

ძირითადი კამერა წარმოდგენილია სამმაგი მოდულების სისტემით, რომელთა შორის მთავარია 48 MP Sony IMX586, დიაფრაგმით f/1,79. დამატებით აქვს 13 MP ფართოკუთხოვანი ობიექტივი და 5 MP სიღრმის განმსაზღვრელი სენსორი. ფოტოების ხარისხის გაუმჯობესებაში სმარტფონს ხელოვნური ინტელექტი ეხმარება.

4

 

კომპანიამ წარმოადგინა მეორე სმარტფონიც Vivo X27 Pro, რომელსაც ასევე აქვს პროცესორი Snapdragon 710 და 8 GB ოპერატიული მეხსიერება. ეკრანის დიაგონალი შეადგენს 6.7 დიუმს. მის ფრონტალურ კამერას აქვს გაუმჯობესებული გაფართოება 32 MP და შუქდიუდური 6 ფერიანი RGB ფლეშგანათება.

ორივე აპარატი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 9 Pie. გაყიდვები დაიწყება 23 მარტიდან და საწყისი ფასი იქნება 477 დოლარი. 


ზევით