არ არის გაყიდვაში

Galaxy Fold დრეკადი დისპლეით ნამდვილი სახით გამოჩნდა

21.03.2019 17:54:54

 

დრეკად ეკრანიანი, დასაკეცი სმარტფონის Samsung Galaxy Fold–ის საპრეზენტაციო ვიდეო რგოლები აპარატს ყველაზე მომგებიანი რაკურსით წარმოგვიდგენს. თუმცა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან კითხვად რჩება, ჩანს თუ არა გამყოფი ხაზი ეკრანის გადახრის ადგილას ხანგრლივი მოხმარების შემდეგ. ინსაიდერული ვიდეო გვაჩვენებს, როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში აპარატი დრეკადი შიდა ეკრანით.

33

 

Galaxy Fold–ის გაყიდვები მხოლოდ ერთ თვის შემდეგ დაიწყება. თუმცა ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც გვაჩვენებს სატესტო მოდელის განბლოკვის პროცესს.  ხაზი ნამდვილად ჩანს, როცა ეკრანი მუქია. თუ მას პირდაპირ შევხედავთ, ნაკლებად შესამჩნევია.

 

 

Samsung–ის მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ დასაკეცი სმარტფონის ფორმ–ფაქტორი უფრო ოპტიმალურია წიგნის მდგომარეობაში.  სხვა მხრივ კი, Galaxy Fold–ის მთავარი კონკურენტი Huawei Mate X, რომელსაც დრეკადი ეკრანი გარე მხარეს აქვს უფრო მეტად ექვემდრებარება დაზიანებას, ვიდრე პრემიუმ ბრენდის მოდელი.

 

Samsung Galaxy Fold–ის ოფიციალური გაყიდვები 26 აპრილს დაიწყება და მისი საორიენტაციო ფასი 1980 დოლარი იქნება. თუ შეიენთ მოდელს 5G ქსელის მხარდაჭერით,  ფასი გაიზრდება.  


ზევით