არ არის გაყიდვაში

25 მარტს Apple თავის ახალ პროდუქტებს წარადგენს

13.03.2019

ყველასთვის მოულოდნელად Apple თავისი ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს და ეს მოვლენა 25 მარტს გველის, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში, ადგილობრივი დროით 10 საათზე. ამ მომენტისთვის არ არსებობს არავითარი ინფორმაცია, თუ რომელ გაჯეტებს წარმოადგენს კომპანია თავის ღონისძიებაზე. ყველა მოლოდინი ჭორებს და სპეციალისტების მოსაზრებებს ემყარება.

1

 

ყველაზე მეტს საუბრობენ ახალ სტრიმინგ TV-სერევისზე მათთვის, ვინც Apple-ის პროდუქციას იყენებს და რომელიც Netflix-ის კონკურენტი გახდება. პირველ ხანებში ეს მომსახურება შესაძლოა უფასოც კი იყოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამავე დღეს შედგება Apple News-ის ჟურნალებისა და გაზეთების ფასიანი გამოწერის ღონისძიებაც.

საუბრობენ ასევე AirPods - მეორე თაობის ახალი ყურსასმენების წარდგენის შესაძლებლობაზე. ფიქრობენ, რომ ყურსასმენებისთვის კომპანია ახალ, უფრო ხარისხიან მასალას გამოიყენებს, მიანიჭებს მას მტვრისა და წყლისგან დაცვის სტანდარტსა და Siri-სთან მუდმივ წვდომას. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყურსასმენებს ექნება უსადენო დატენვის შესაძლებლობა და ფიზიკურად აქტიური მომხმარებლის აქტივობის თვალის მიდევნების ფუნქცია.

ინსაიდერებს შორის დადის ჭორები იმაზეც, რომ ღონისძიებაზე შედგება 10.2 დიუმიანი პლანშეტის Apple iPad-ისა და მეხუთე თაობის iPad mini-ს პრეზენტაცია, რომლებიც ახალი პროცესორებით იქნებიან აღჭურვილნი. ბევრი ელოდება დამტენი სადგურის AirPower-ის გაყიდვების დაწყების თარიღის გაჟღერებასაც.


ზევით