ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე MWC 2019 კომპანიამ F(x)tec წარმოადგინა სმარტფონი,
უცნაური QWERTY კლავიატურით, რომელსაც მინიატურული
ნოუთბუქის ფორმა აქვს.

გარეგნულად აპარატი ტრადიციულ სენსორულ სმარტფონს ჰგავს. თუმცა სლაიდერის
ფორმ-ფაქტორი აქვს. მისი დისპლეიდან გამოდის QWERTY
კლავიატურა 64 კლავიშით. F(x)tec Pro 1- მა ბევრ ექსპერტს Nokia E7 გაახსენა.
ახალი აპარატი აღჭურვეს 6 დიუმიანი დიაგონალის AMOLED დისპლეით, რომელსაც აქვს 2160 х 1080 წერტილის გაფართოება. ოპერატიული მეხსიერების
მოცულობა შეადგენს 6 GB, შიდა მეხსიერება
128 GB-ია. აკუმულატორის მოცულობა
კი – 3200 mAh. აპარატს აქვს ძირითადი ორმაგი კამერა 12 და 5
მეგაპიქსელით. ფრონტალური კამერა 8 მეგაპიქსელიანია. ახალი მოდელი მუშაობს პროცესორზე
Snapdragon 835, რომელიც ფლაგმანური
არ არის, მაგრამ 2017 წლისაა.

გახსნილ მდგომარეობაში დისპლეი ჰორიზონტალურია. უჩნდება კლავიატურა განათებით
და 64 კლავიშით, რომელიც 5 რიგადაა დალაგებული. მას აქვს ღილაკები: Backspace, Delete, Caps Lock, Tab, Esc, 2 Shift
და 2 Ctrl. ეკრანი იხსნება 155
გრადუსით.
ახალ მოდელს აქვს NFC ფუნქცია, თითის ანაბეჭდის სკანერი, ჰიბრიდული სლოტი Sim და microSD ბარათებისთვის, USB Type-C, და ორი სტერეოდინამიკი.
აპარატი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 9 Pie, რომელიც ადაპტირებულია ჰორიზონტალური დისპლეისთვის.

F(x)tec Pro 1 ეღირება 649 დოლარი. ბარსელონაში
მისი პროტოტიპი წარმოადგინეს. თუმცა მწარმოებელმა უკვე დაიწყო წინასწარ შეკვეთებზე
მუშაობა. გაყიდვები სავარაუდოდ შუა ზაფხულში დაიწყება.