არ არის გაყიდვაში

Vivo IQOO – ახალი გეიმერული სმარტფონი

06.03.2019

გეიმერული სმარტფონების ბაზარზე გამოვიდა Vivo-ს ახალი გეიმერული აპარატი iQOO, რომელიც კომპანიის პირველი გაჯეტია ამ მიმართულებით. მოდელის ინიციალები იშიფრება, როგორც– «I Quest On and On». ეს იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელი მუდმივად ეძებს ნოვატორულ იდეებს.

22

 

iQOO გამოვიდა მინის კორპუსით და მოცულობის ეფექტით. უკანა მხარეს, ცენტრში განთავსებულია ორიგინალური შუქდიოდური ხაზი, რაც ნოთიფიქეიშენების ერთგვარი ინდიკატორია.

აპარატი ორიგინალურ ფერებში გამოდის: Lava Orange და Electro-optic Blue და ასევე პრემიუმ ვერსია - შავი, რბილიხაზით. ისევე როგორც სხვა ყველა თანამედროვე ფლაგმანი, ეს ტელეფონიც მუშაობს Qualcomm-ის  პროცესორზე Snapdragon 855. ოპერატიული მეხსიერება - 6 GB, შიდა - 128 GB. პრემიუმ სერიას კი 12/256 GB ექნება მეხსხიერება. ეს სრულიად საკმარისია სერიოზული თამაშებისთვის.

33

 

iQOO აქვს AMOLED დისპელი, 6.41 დიუმიანი დიაგონალით, 2340 х 1080 პიქსელის გაფართოებითა და წვეთის ფორმის ჭრილით ფრონტალურ კამერასთან. მისი სამუშაო ველი 91,7 პროცენტს შეადგენს. უკან განთავსებულია სამმაგი კამერა 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი მოდულით და Sony IMX363 დამატებითი სენსორებით, ასევე ფართოკუთხოვანი 13 მეგაპიქსელიანი ობიექტივით და 2 მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორით. ფრონტალური კამერის გაფართოება 12 მეგაპიქსელია.

44

 

აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 4000 mAh-ს. აქვს უახლესი საფირმო 44 ვატიანი დამტენი, რომელიც მეოთხედ საათში ტენის აპარატს 50 პროცენტით. სრულ დატენვას კი 45 წუთი სჭირდება.

ეკრანთან განთავსებულია პერსონალური დამხმარე Jovi Assistant, NFC-მოდული და თითის ანაბეჭდის სკანერი. ოპერაციული სისტემა - Android 9 Pie, ინტერფეისით Funtouch OS 9.

55

 

აპარატს აქვს გეიმერული დამატებებიც: მგრძნობიარე სენსორული ღილაკები Monster Touch; გაუმჯობესებული ტაქტილური კავშირი 4D gaming 2.0+;  თხევადი გაგრილების სისტემა Cooling Turbo და Multi-Turbo – პროგრამული ფუნქციები, რომელიც ახდენს გეიმერული პროცესის ოპტიმიზაციას.

აპარატი ეღირება 447, 491, 536 ან 641 დოლარი. ფასში განსხვავება აპარატის შიგთავსზეა დამოკიდებული.


ზევით