ინდოეთში Xiaomi-ს პრეზენტაცია გაიმართა,
რომელზეც წარმოადგინეს ახალი სმარტფონი Redmi Note 7 Pro, თანამედროვე პროცესორითა და 48 მეგაპიქსელიანი კამერით.
ამასთან, აპარატი განეკუთვნება ბიუჯეტურთა კატეგორიას და გაიყიდება სულ რაღაც 200 დოლარად.


ახალი სმარტფონის უპირატესობაა ორმაგი ძირითადი კამერა 48 მეგაპიქსელიანი
სენსორით Sony IMX586 და დიაფრაგმით f/1.79, მეორე დამხმარე სენსორი
5 მეგაპიქსელიანია. სპეციალური ტექნოლოგია გეხმარებათ გადაიღოთ უმაღლესი ხარისხის ფოტოები
ცუდ განათებაშიც კი. გადაღების დროს კი გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ელემენტები.
უკანა პანელზე განლაგებულია თითის ანაბეჭდის სკანერი.
აპარატი მუშაობს 4000 mAh-იან აკუმულატორზე,
სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით Quick Charge 4.0. სმარტფონები გამოვა სამ ფერში: შავი, გრადიენტული
ლურჯი და წითელი.