არ არის გაყიდვაში

LG -ის ფლაგმანური სმარტფონები

27.02.2019

ბარსელონაში მიმდინარე გამოფენაზე MWC 2019 კომპანია LG-მ წარმოადგინა სამი ახალი ფლაგმანური სმარტფონი, რომლებიც ყურადღებას იქცევს თავისი მახასიათებლებით. ეს არის უნიკალური ჩიხოლი V50 ThinQ, ToF კამერები და Crystal Sound ეკრანები, რომლებიც ხმის ტრანსლირებას ახდენენ მოდელებში G8 ThinQ და G8s ThinQ.

1

 

ფლაგმანი LG V50 ThinQ კომპანიის პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერა. აპარატი აღჭურვილია OLED ეკრანით, 19,5:9 მხარეთა შეფარდებითა და QHD+ გაფართოებით. მუშაობს Snapdragon 855 პროცესროზე და აქვს 6 GB ოპერატიული და 128 GB შიდა მეხსიერება. ხმას უზრუნველყოფს 32 ბიტიანი Hi-Fi Quad. აქვს MIL-STD 810G ეკრანის დაცვა, რომელიც სამხედრო სტანდარტია.

 

LG V50 ThinQ განსაკუთრებული მახასიათებელია ჩიხოლი, საკუთარი 6,2 დიუმიანი ეკრანით, რომელიც სმარტფონს სპეციალური კავშირით  - POGO უერთდება. ეს არის კომპანიის ერთგვარი პასუხი ახალ ტენდენციაზე - დასაკეც ეკრანიან სმარტფონებზე. 

2
სმარტფონები LG G8 ThinQ და G8s ThinQ გამოდის მინის კორპუსით და აღჭურვილია Snapdragon 855 პროცესორით, 6 GB ოპერატიული და 128 GB შიდა მეხსიერებით. თითის ანაბეჭდის სკანერები ძველ ადგილას დარჩა.

3

 

 

ორივე მათგანს აქვთ OLED ეკრანები და Crystal Sound ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ხმის ტრანსლირებას ეკრანის ზედაპირიდან ახდენს.  LG G8 ThinQ-ს აქვს 6,1 დიუმიანი ეკრანი, მხარეთა შეფარდებით - 19,5:9 და 3120×1440 პიქსელის გაფართოებით. LG G8s ThinQ -ის ეკრანის ზომა შეადგენს 6,2 დიუმს, მხარეთა შეფარდება - 18,7:9; გაფართოება -  2248×1080 პიქსელი. 

4
ორივე მოდელს აქვს 3D სენსორი, Time-of-Flight (ToF) ტექნოლოგიით, რომელიც ახდენს არა მხოლოდ მფლობელის სახის იდენტიფიკაციას განბლოკვისთვის, არამედ საშუალებას იძლევა გაჯეტი ჟესტებით ვმართოთ, რომლის დროსაც ვიყენებთ Air Motion ფუნქციას. ძირითადი კამერები სამ-სამი სენსორისგან შედგება. 
სამივე სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 9.0 Pie. გაყიდვების დაწყების თარიღი და აპარატების ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის.  

 

 


ზევით