სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე სამსუნგმა
კომპანიის უახლესი
გაჯეტი - დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold წარადგინა.

დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონის
ეკრანის ზომა
4,6 ინჩია (840 x 1960),
გაშლილ მდგომარეობაში კი
ეკრანის ზომა
7,3 ინჩს (1536 x 2152) აღწევს.
სამსუნგმა აღნიშნული სმარტფონისთვის ახალი, სპეციფიკური დასაკეცი
მექანიზმი შექმნა. მობილური ოთხ სხვადასხვა ფერში იქნება ხელმისაწვდომი. დასაკეცი სმარტფონი
7-ნანომეტრიანი პროცესორითა და 12 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებითაა აღჭურვილი.
მობილურის უკანა მხარეს სამი კამერაა
- ერთ-ერთია 16-მეგაპიქსელიანი განსაკუთრებულად ფართო კუთხის კამერა, დანარჩენი
ორი კი 12-მეგაპიქსელიანი, გამადიდებული ლინზისა და ფართო კუთხის მქონე კამერებია.

Galaxy Fold-ს ორი ელემენტი ექნება,
რომლიდანაც მობილური ენერგიას ერთდროულად მიიღებს. ტელეფონს ერთდროულად სამი სხვადასხვა
აპლიკაციის გაშვება შეუძლია.
სმარტფონის შეძენა 16 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, მისი საწყისი
ფასი კი 1 980 დოლარი იქნება.