ოფიციალურ პრეზენტაციამდე
რამდენიმე დღით ადრე Xiaomi-მ გაახმაურა ახალი სმარტფონის Mi 9-ს მახასიათებლების შესახებ დეტალები და მისი იერსახის ამსახველი ფოტოები.
ამ დროისთვს არ ვიცით, მხოლოდ აპარატის გასაყიდი ფასი.

Xiaomi-ს ახალი ფლაგმანი აღჭურვილია
AMOLED Full HD+ ეკრანით, რომელიც Samsung-ის მიერ არის წარმოებული
და აქვს 60000:1 კონტრასტულობა. დისპლეი იკავებს
ფრონტალური ზედაპირის 90.7% და დაცულია
Corning Gorilla Glass 6 მინით. თითის ანაბეჭდის სკანერი განლაგებულია დისპლეის ქვეშ
კონკრეტულ ადგილას და ეკრანის მთელ ზედაპირზე არ მუშაობს. Xiaomi Mi 9-ს უყენია 8 ბირთვიანი
პროცესორი Snapdragon 855 ტაქტური სიხშირით 2.84 Ghz, 6/8 GB ოპერატიული და 128/256 GB შიდა მეხსიერებით.

აქვს ძირითადი სამმაგი კამერა. მთავარ მოდულს Sony IMX586 აქვს 48 mp გაფართოება და f/1.75 დიაფრაგმა. ორმაგი ოპტიკური მიახლოებისთვის გამოიყენება 12 mp დამატებითი კამერა f/2.2 დიაფრაგმით. მესამე, 16 mp კამერას ხედვის კუთხე აქვს 117° და საშუალებას გაძლევთ შექმნათ ფართო ფორმატის ფოტო. ფრონტალური 20 mp კამერა იყენებს ხელოვნური
ინტელექტის ტექნოლოგიას. აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 3000 mAh-ს და აქვს სწრაფი დატენვის
ფუნქცია. სმარტფონი 2 ბარათიანია.

ფლაგმანს არ აქვს ორიგინალური დიზაინი. განსაკუთრებულად შეიძლება მხოლოდ გრადიენტული ფერები მივიჩნიოთ. ჯერ არ არის ცნობილი როდის გამოვა გაყიდვაში და რა ეღირება ახალი ფლაგმანი.