
დაანაონსებულ პლანშეტს აქვს 10.5 დიუმიანი დისპლეი Super AMOLED WQXGA, თხელი ჩარჩოებით და უჩინარი ღილაკით
„Home”, 8 ბირთვიანი პროცესორით Snapdragon 670, 4 GB ოპერატიული და 64 GB შიდა მეხსიერებით, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს 512 GB-იანი microSD ბარათით. თითის ანაბეჭდის სკანერი
ჩაშენებულია კვების კლავიშში. ძირითადი კამერის გაფართოება შეადგენს 13 MP-ს, ფრონტალური მოდული,
სახის ამოცნობის ფუნქციით კი 8 mp. ორივე მათგანს აქვს
f/2.0 დიაფრაგმა.

Samsung Galaxy Tab S5e-ს აქვს 5.5 მმ სისქის
მეტალის კორპუსი. ამავე დროს აქვს აკუმულატორი, რომლის მოცულობაც შეადგენს 7040 mAh-ს და სწრაფი დატენვის ფუნქია, რომელიც უზრუნველყოფს 14.5 საათიან ავტონომიურ
მუშაობას. აუდიოსისტემა შედგება ოთხი დინამიკით და Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ასევე მახასიათებლებში შედის საფირმო ხმოვანი
დამხმარე Bixby 2.0. და ოპერაციული სისტემა
Android 9 Pie ახალი მარკით One UI.

აპარატის ზომები შეადგენს 245 x 160 x 5.5 მმ-ს, წონა - 400 გრ. პლანშეტი გაიყიდება შავ, ვერცხლის
და ოქროს ფერებში. მისთვის ხელმისაწვდომი იქნება კლავიატურა-ჩიხოლიც, მაგრამ ამ აქსესუარის
შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ევროპასა და აშშ-ში პლანშეტი ეღირება €420/$400.