არ არის გაყიდვაში

Samsung თავად გვიყვება Galaxy S10-ის მახასიათებლებზე

14.02.2019

 

Samsung თავისი ფლაგმანური სმარტფონების Galaxy S10-ის პრეზენტაციას 20 თებერვალს სან- ფრანცისკოში მიმდინარე  ღონისძიებაზე „Unpacked“ გეგმავს. პრეზენტაციამდე გავრცელებულ ვიდეოში კომპანია წარმოგვიდგენს ახალი აპარატის გარკვეული განსაკუთრებულობს. Samsung-ის რამდენიმე მოკლე სარეკლამო რგოლში დადასტურდა ის ტექნიკური მახასიათებლები, რომლის შესახებაც მანამდე ჟონავდა ინფორმაცია ინტერნეტში.  

11
პირველ რიგში, ახალ ფლაგმანს არ ექნება „ჩოლკა“, რომელიც მომხმარებელს ასე არ მოსწონდა. ეკრანს Infinity-O ექნება მცირე ზომის ჭრილი დისპლეიში ფრონტალური კამერისთვის. თითის ანაბეჭდის სკანერიც ყველა მოდელს ეკრანზე იქნება განთავსებული, სერიის მცირე მოდელის Galaxy S10e-ს გარდა.

 

Galaxy S10 სერიის სმარტფონები შეძლებენ თავად დატენონ ახლოს განთავსებული ისეთი გაჯეტები, რომლებსაც ექნებათ უსადენო დატენვის ფუნქცია.

 

ფრონტალური კამერა აღჭურვილი იქნება ოპტიკური სტაბილიზაციითა და 4K გაფართოებით.

 

Samsung გარდა  Galaxy S10 სერიის სმარტფონებისა, წარმოადგენს დასაკეც აპარატს Galaxy F-საც, რომლის სახელიც ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია. ახალი აპარატის პრეზენტაცია გაიმართება მხატვრული დევიზით „ამოატრიალე მომავალი“. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Galaxy F აღჭურვილი იქნება 4.58 და 7.3 დიუმიანი დისპლეებით, პროცესორით Snapdragon 855 ან Exynos 9820 და ორი აკუმულატორით, რომელთა ტევადობაც 6000 mAh-ს შეადგენს.

 


ზევით