არ არის გაყიდვაში

iPhone SE 2 - ახალი ვიდეო

12.02.2019

წლიდან წლამდე Apple უფრო და უფრო აძვირებს თავის პროდუქციას, მაგრამ მისი ერთგული მომხმარებლები არ კარგავენ ლოიალურობას კომპანიის მიმართ და რწმენას, რომ ბოლოს და ბოლოს Apple ბიუჯეტური სმარტფონის iPhone SE-ს მეორე თაობას გამოუშვებს. რა თქმა უნდა, არავინ ელის, რომ ეს მოდელი მიიღებს ყველაზე მოწინავე მახასიათებლებსა და ტექნოლოგიებს, თუმცა მომავლის სმარტფონი აუცილებლად მიიღებს დამახასიათებელ ვიზუალს და მცირე მიმზიდველ ცვლილებებს მახასიათებლებში.

11

 

ამგვარად Youtube ჩენელის ConceptsiPhone-ის ბლოგერი მიიჩნევს, რომ iPhone SE 2 მიიღებს თითქმის უჩარჩოო დისპლეის, ზედა კუთხეში საფირმო ჭრილით. მინის პანელს უკანა მხარეს და უსადენო დატენვის ტექნოლოგია Qi-ს,  ძირითად კამერას iPhone XR და ჩვენთვის კარგად ნაცნობ კორპუსის დიზაინს რამოდენიმე ფერში.  

გადაწყდება თუ არა საბოლოო ჯამში iPhone SE 2-ის გამოშვება, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ჭორები ამის შესახებ უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ვრცელდება. ინსაიდერები კი ინფორმაციასაც ავრცელებდნენ ახალი აპარატის შესახებ და ბიუჯეტური სმარტფონის დამცავი ლენტის ფოტოებსაც აქვეყნებდნენ.


ზევით