LG აგრძელებს თავისი ფლაგმანური
სმარტფონის G8 ThinQ-ს რეკლამირებას. ცოტა ხნის წინ კომპანიის წარმომადგენლებმა მომხმარებელს გააცნეს ინფორმაცია
3D ToF ტექნოლოგიის შესახებ სმარტფონის ფრონტალურ კამერაში.

ToF-ის (Time-of-Flight) სენსორები განსაზღვრავს
დროს, რომელიც სჭირდება ინფრაწითელ შუქს ობიექტამდე მისაღწევად და მათი გამოსახულების
ასაღებად. სკანირების პროცესში იქმნება წერტილების ღრუბელი, რომელშიც მოთავსებულია
მონაცემები კადრის სიღრმის შესახებ. ToF
ტექნოლოგია სხვა სამგანზომილებიანი სისტემებისგან განსხვავებით
დაშორებას ითვლის რთული ალგორითმების გამოყენების გარეშე. ამის წყალობით მცირდება ენერგოდანახარჯები
და პროცესორის დატვირთვა. ასეთი კამერის ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული გარემოს
განათებაზე.

LG G8 ThinQ-ის შემთხვევაში მწარმოებლებმა
გადაწყივტეს გამოეყენებინათ სენსორი Infineon REAL3, რომელშიც ჩამონტაჟებულია მონაცემების დამამუშავებელი
ჩიპი. გარდა ამისა 3D ToF კამერა შეძლებს გაჯეტის განბლოკვას
სახის ამოცნობის ფუნქციით.

გარდა დასახელებული სიახლეებისა, LG-ში აანონსებენ ჟესტებით მართვის სისტემასაც, რომლის საშუალებითაც ჩვენ
აპარატის მართვას ეკრანთან შეხების გარეშე შევძლებთ.
ფლაგმანური სმარტფონის G8 ThinQ-ის პრეზენტაცია 24 თებერვალს ბერლინში MWC 2019 გამოფენაზე გაიმართება.