არ არის გაყიდვაში

LG-ის ახალი მოძრავი ტელევიზორი

06.02.2019
ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ის მოვლენაა, რომელზეც მწარმოებლები წლის ყველაზე ინოვაციურ პროდუქციას წარმოადგენენ და აოცებენ დამთვალიერებლებს ახალი ტექნოლოგიური მიგნებებით. 

11

წლევანდელი CES 2019-ის მთავარ მოვლენად იქცა LG-ის ახალი მოძრავი ტელევიზორი LG SIGNATURE OLED TV Rმისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქციაა ზომის ცვლილება, რაც ღილაკზე ერთი დაჭერითაა შესაძლებელი. ის ლას-ვეგასში გამოფენილ ექსპონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სიახლე აღმოჩნდა.

22

ეკრანის რეჟიმის არჩევა სურვილისამებრ შეგიძლიათ: სრული ხედვა, ხაზოვანი ან ნულოვანი რეჟიმი. სრული ხედვა ეკრანის სრულ გამოყენებას გულისხმობს, ხაზოვანი, მაგალითად, მუსიკის მოსმენას, ნულოვანი რეჟიმი კი ტელევიზორის ეკრანს ყუთში ჩაკეცავს და მის არსებობასაც ვერ შენიშნავთ. ტელევიზორთან Amazon Alexa-ს დაკავშირებაც შეგიძლიათ.

ზევით