არ არის გაყიდვაში

Apple გვპირდება iPhone-ზე ფასების დაკლებას

31.01.2019

Apple-ის ფინანსურმა დირექტორმა ლუკა მაესტრიმ განაცხადა, რომ კომპანია ფლობს მონაცემებს 900 მილიონი აქტიური აიფონის შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ასეთი საიდუმლო პირველად გაამჟღავნა. სრულად, კი კომპანიის აქტიური გაჯეტების რიცხვი 2018 წლის მონაცემებით 1.4 მილიარდ  ერთეულს შეადგენს.

11

გარდა ამისა მაესტრიმ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს პერიოდულად მომხმარებელს მიაწოდოს აქტუალური ინფორმაცია, როგორც აიფონების, ისე მისი სხვა გაჯეტების შესახებ. ამას გარდა დაასახელა ბრენდის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტებიც, რომელთა შორისაც პირველ ადგილზეა iPhone XR, მას კი XS Max და XS მოყვება.

მონაცემები კომპანიამ იმ მიზნით გაამჟღავნა, რომ დაემტკიცებინა, აქტიურად გაყიდვადი აიფონების ბაზა მუდმივად იზრდება, ინვესტორებს კი აჩვენებს რამდენმა მომხმარებელმა გამოიწერა ფასიანი სერვისები. ფაქტიურად კორპორაცია ინვესტორების ყურადღებას იქცევს, რომლებიც კომპანიის გაყიდვებს, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას აქცევენ. თუმცა სტატისტიკური მონაცემები ამტკიცებს, რომ 2018 წელს iPhone-დან მიღებული შემოსავლები 15 % დაეცა წინა წელთან შედარებით. ეს კი კომპანიის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია.  

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაკეთებული განცხადებების მიზანი მხოლოდ ციფრებით თავის მოწონება არ ყოფილა. ტიმ კუკმა განაცხადა, რომ  კომპანია განიხილავს iPhone-ზე ფასების კორექტირეების შესაძლებლობას. და იმისთვის, რომ გაყიდვების სასურველი რაოდენობა შეინარჩუნოს, პროდუქტის ფასს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააგდებს.


ზევით