Samsung-მა წარმოადგინა ახალი
სმარტფონები სერიიდან Galaxy M. ამ სერიის აპარატები კონკურენციას გაუწევენ ჩინურ ბიუჯეტურ ბრენდებს.
სეგმენტში პიონერებს წარმოადგენენ Galaxy M20 და Galaxy M10, Infinity-V დისპლეითა და წვეთისებრი ჭრილით. მათი ეკრანის დიაგონალები,
ისევე როგორც აკუმულატორების მოცულობა, უდიდესია.

გარეგნულად მოდელები
ძალიან გვანან ერთმანეთს, თუმცა არსებობს განსხვავებებიც. Galaxy M20-ს უკანა მხარეს აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი. მოდელს აქვს 6.3 დიუმიანი დიაგონალის
IPS ეკრანი, მხარეთა შეფარდებით 19.5:9 და Full HD+ გაფართოებით. აპარატი მუშაობს
8 ბირთვიან საფირმო პროცესროზე Exynos
7904. სმარტფონი გამოვა ოპერატიული და შიდა მეხსიერებების შემდეგი პარამეტრებით:
3/32 GB და 4/64 GB. 5000 mAh-იან აკუმულატორს აქვს
სწაფი დატენვის მხარდაჭერა.
Galaxy
M20-ს აქვს ორმაგი ძირითადი კამერა 5 და
12 მეგაპიქსელიანი სენსორებით. ფრონტალური კამერა კი 5 მეგაპიქსელიანია. მისი
გამოყენება არა მხოლოდ სელფის გადასაღებად, არამედ სახის ამოცნობით აპარატის განბლოკვისთვისაც
შესაძლებელია.

Galaxy M10 უფრო მოგრძო და ფართოა,
თუმცა მისი IPS LCD ეკრანის დიაგონალი შეადგენს 6.22 დიუმს, გაფართოება კი - HD+. აპარატი მუშაობს საკმაოდ
მოძველებულ პროცესორზე Exynos 7870 და აქვს 2/3 GB ოპერატიული და 16/32 GB შიდა მეხსიერება. მას თითის ანაბეჭდის სკანერი არ აქვს. აკუმულატორის
მოცულობა კინ 3500 mAh-ია.
ორივე აპარატი მუშაობს
ოპერაციულ
სისტემაზე Android 8.1 Oreo. მათი გაყიდვები ინდოეთში დაიწყება. Galaxy M10 2/16 GB ფორმატით ეღირება $112,
3/32 GB – $126. Galaxy M20 3/32 GB ვერსიით ეღირება $155, 4/64 GB – в $183.