არ არის გაყიდვაში

Meizu Zero - მონოლითური სმარტფონი ღილაკების, პორტებისა და დინამიკების გარეშე

24.01.2019

ჩინურმა კომპანიამ Meizu დააანონსა კონცეპტუალური სმარტფონი Zero. აპარატი აღჭურვილია კერამიკული კორპუსით, რომელსაც აქვს მტვრისა და წყლისგან დაცვის IP68 სტანდარტი. საინტერესოა, რომ მას არ აქვს არც ერთი ჭრილი. მასთან ნებისმიერი ტიპის კავშირი ხორციელდება სენსორული, უსადენო და ვირტუალური ტექნოლოგიებით.

11

 

სმარტფონი იტენება მხოლოდ უსადენო დამტენით, რომელსაც აქვს 18 ვატიანი სიმძლავრე. დინამიკებიდან გამომავალი ხმა გადმოიცემა დისპლეით საფირმო ტექნოლოგიის mSound 2.0.-ის საშუალებით. ამ მოდელს არ აქვს არც სიმბარათის სლოტი. მის მაგივრად აპარატს დაუყენეს eSIM. თითის ანაბეჭდის სკანერი დისპლეიშია ჩაშენებული.

4

 

მობილურის ტექნიკური მახასიათებლები შედარებით სტანდარტულია. აქვს AMOLED დისპლეი 5.99 დიუმის დიაგონოლით, ეკრანსქვეშა დაკტილოსკოპიური სენსორით და მცირე ზომის ჩარჩოებით ზედა და ქვედა მხარეს. ძირითადი ორმაგი კამერის გაფართოება შეადგენს 12 და 20 მეგაპიქსელს. ორივე სენსორი IMX380 და IMX350, Sony-ს წარმოებულია და აქვს ხელოვნური ინტელექტის One Mind AI Smart-ის მხარდაჭერა. სელფი კამერას აქვს 20 მეგაპიქსელიანი სენსორი. სმარტფონი მუშაობს გასული წლის ფლაგმანურ პროცესორზე Qualcomm Snapdragon 845. აქვს უსადენო კავშირის მოდულებიWi-Fi და Bluetooth 5.0. სხვა მახასაითებლები, გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ღირებულება ჯერ-ჯერობით არ გაჟღერებულა.


ზევით