არ არის გაყიდვაში

Motorola RAZR 2019 — დასაკეცი მობილურის ახალი სიცოცხლე

22.01.2019

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოტოროლას უახლოეს გეგმებში შედის ძველი, დასაკეცი მობილურის RAZR V3-ის გაცოცხლება. ლეგენდარული სმარტფონი იგივე ფორმ-ფაქტორით გამოვა, როგორითაც ძველი და მიიღებს დრეკად ეკრანს. როდის გამოვა გაყიდვაში გაჯეტი, ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ეს მიმდინარე წელსაც მოხდეს.

11

 

ყოველ შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის ბაზაში გაჩნდა განაცხადი პატენტის შესახებ, რომელიც აღწერს ახალ აპარატს. მოდელს პირობითად უწოდებენ Motorola RAZR 2019-ს. გავრცელებული ფოტოებში ვხედავთ, რომ გაშლილ მდგომარეობაში სმარტფონს აქვს ფართო დისპლეი და ყველასთვის ნაცნობი, საკმაოდ დიდი ნიკაპი“. ცენტრში გვერდითა მხარეებზე ვხედავთ მექანიზმს, რომელსაც ეკრანი ფარავს და რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ აპარატი დასაკეცია.

22

 

გარე მხარე შედგება ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილისგან. ზედა მხარე აღჭურვილია კამერით და დამატებითი პატარა დისპლეით. ყველაფერი ისეა, როგორც ორიგინალურ ვერსიას RAZR V3-ს ჰქონდა. პატარა ეკრანზე შეძლებთ შეტყობინებების და სხვა წვრილმანი ინფორმაციის მიღებას. სავარაუდოდ ქვედა მხარეს არის განლაგებული თითის ანაბეჭდის სკანერი.

გავრცელებული ხმების თანახმად ახალ აპარატს Motorola შეზღუდული, 200 000 ერთეულის ტირაჟით გამოუშვებს. გაიყიდება მხოლოდ აშშ-ში Verizon Wireless მობილური ოპერატორის მიერ და სავარაუდოდ $1500 ეღირება.


ზევით