არ არის გაყიდვაში

MOQI — იდეალური გეიმერული სმარტფონი-გეიმპადი

17.01.2019

გასულ წელს გეიმერული სმარტფონები გამოუშვეს კომპანიებმა: Xiaomi, Asus, Razer და Nubia. ყველა მათგანი აღჭურვილია ფლაგმანური მასალებით, მოცულობითი აკუმულატორით, ძლიერი გაგრილების სისტემით და შესაბამისი სოფტეების ოპიმიზაციით. ზოგიერთი მოდელისთვის გამოვიდა დამატებითი აქსესუარიც, რომელიც აიოლებს თამაშის პროცესს. თუმცა ეს გაჯეტები, როგორც წესი ერთმანეთს გავს. ამ ბაზარზე ნამდვილი გარღვევა  მოახდინა გეიმერულმა სმარტფონმა MOQI, რომელიც კონსოლის ფორმ-ფაქტორით გამოუშვეს.

11

 

MOQI აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომლის დიაგონალიც 6 დიუმს შეადგენს, აქვს Full HD გაფართოება და დამცავი მინა Gorilla Glass 3, 8 ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 710, 6 GB ოპერატიული და 64 GB შიდა მეხსიერება. როგორც მწარმოებელი ირწმუნება აღნიშნული მახასიათებლები საშუალებას იძლევა გადმოწეროთ და ითამაშოთ ნებისმიერი თამაში. აკუმულატორი 6000 mAh-ს შეადგენს და აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია Qualcomm Quick Charge 3.0 ვერსიის. შეუჩერებლად თამაში ამ მონაცმებით შეგიძლიათ 6.5 საათის განმავლობაში.

22

 

MOQI-ს დიზაინი ცოტა მოძველებულია. მას სქელი ჩარჩოები და ბევრი ფიზიკურად სამართავი ელემენტები აქვს. იწონის 330 გრამს, ზომები კი  - 207 х 96 х 15 მმ-ს შეადგენს.

33

 

მწარმოებლის განცხადებით სმარტფონს აქვს მაუსისა და კლავიატურის მხარდაჭერაც. აპარატის ავტორები მის პოზიციონირებას ახდენენ, როგორც იდეალური სათამაშო მოწყობილობისა და გაურბიან ტერმინ „სმარტფონს“. თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ აქვს სიმ ბარათის ორი სლოტი, ცალკე სლოტი და MicroSD ბარათისთვის; ორი კამერა: 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური და 16 მეგაპიქსელიანი ძირითადი;  მოდულები: Bluetooth 5.0 და Wifi 802.11ac /abgnGPS და AGPS. აპარატი მუშაობს ОС Android 8.1 Oreo-ზე.


ზევით